რომან გოცირიძე უმრავლესობას - კიდევ ერთი რეზონანსული გამაღიზიანებელი ქმედება ან კანონპროექტი იქნება თქვენი მხრიდან და ზუსტად დაამთხვევთ, როცა გადაწყვეტილების მიღების დღეები იქნება ევროკავშირში

აუცილებლად კიდევ ერთი ძალიან დიდი, მსუყე, რეზონანსული გამაღიზიანებელი ქმედება ან კანონპროექტი იქნება თქვენი მხრიდან - დაიმახსოვრეთ ეს ჩემი სიტყვები და ზუსტად ამას დაამთხვევთ, როდესაც გადაწყვეტილების მიღების დღეები ევროკავშირში იქნება. რატომ აკეთებთ ამას? იმიტომ, რომ ასე დაგავალათ იმ თქვენმა უფროსმა, რომელიც იმართება რუსეთიდან, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

გოცირიძის თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული სამარცხვინო პროცესი ევროკომისიის მიერ საქართველოსათვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების პერიოდს სპეციალურად დაამთხვია.

მისივე თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანება კი არ უნდათ, არამედ ძალაუფლების შენარჩუნება რუსეთის მეშვეობით სურთ.

„სულ მცირე დრო დარჩა საქართველოსათვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად. ოქტომბერში იქნება შეფასება, ხოლო დეკემბერში უკვე მიღებული იქნება ევროკომისიის მიერ გადაწყვეტილება. მინდა ისეთი განცხადება გავაკეთო, რომელსაც დეკემბერში ამოვჭრი და მერე მოგასმენინებთ, როგორც დღეს სალომე სამადაშვილმა მოგასმენინათ ფილმიდან ჩანაწერი, კაცს მიწაზე ყური რომ აქვს დადებული, რევოლუცია რომ ელანდება და იძახის - „რევოლუცია მოდის“ და შეიძლება მართლა მოვიდეს რევოლუცია, თუ ასე გააგრძელებთ.

დღეს მიმდინარეობს სამარცხვინო პროცესი პრეზიდენტის წინააღმდეგ. ეს თქვენ შეგნებულად დაგეგმეთ იმის გამო, რომ დაამთხვიოთ ოქტომბერს. ოქტომბრის ბოლოს პარლამენტში გაიმართება კენჭისყრა, როდესაც იმპიჩმენტის განხილვის პარალელურად ევროკავშირი ფაქტობრივად გააკეთებს იმ შეფასებას, რომლის მიხედვითაც საქართველო ან გახდება კანდიდატი ან არა. ასევე, სპეციალურად, გამიზნულად დაამთხვიეთ გამაღიზიანებელი ე.წ. კარვების კანონი. იცით, რომ ამას მოჰყვება უარყოფითი რეაქცია ჩვენი დასავლელი პარტნიორების, მათ შორის, ევროკავშირის მხრიდან. ამას აკეთებთ მავნებლურად და შეგნებულად. ე.წ. კარვების კანონი არის ბოლოს წინა მავნებლობა, აი, ბოლო მავნებლობის შესახებ მინდა ვთქვა. არ ვიცი, რა იქნება სათაურად, მაგრამ აუცილებლად კიდევ ერთი ძალიან დიდი, მსუყე რეზონანსული გამაღიზიანებელი ქმედება ან კანონპროექტი იქნება თქვენი მხრიდან. აი, დაიმახსოვრეთ ეს ჩემი სიტყვები და ზუსტად ამას დაამთხვევთ, როდესაც ევროკავშირში გადაწყვეტილების მიღების დღეები იქნება. რატომ აკეთებთ ამას? იმიტომ, რომ ასე დაგავალათ იმ თქვენმა უფროსმა, რომელიც იმართება რუსეთიდან.

თქვენ ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანება კი არ გინდათ, ძალაუფლების შენარჩუნება გინდათ რუსეთის მეშვეობით. არა და რა ხელისუფლებაა ეს ხელისუფლება, რომელსაც კარვების ეშინია? რა განცხადება გააკეთა სუს-მა, ანუ თქვენ რა განცხადება გააკეთეთ, თურმე თქვენ გმობთ იმ ახალგაზრდულ მოძრაობებს, იმ პროგრესულ, ანტირუსულ მოძრაობებს, რომლებიც მთელს მსოფლიოში აღიარებულია, როგორც დემოკრატიისა და პროგრესის ნიმუშები. თქვენ გმობთ „ოტპორს“, რომელიც ებრძოდა დიქტატორ მილოშევიჩს, რომელმაც სიცოცხლე დაამთავრა ჰააგის ციხეში ისე, რომ სასამართლო გადაწყვეტილებასაც კი ვერ მოესწრო. თქვენ გმობთ „კმარას“, რომელიც იყო „ვარდების რევოლუციისას“ ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული ახალგაზრდული მოძრაობა, თქვენ გმობთ „პორას“ უკრაინის მსგავს ახალგაზრდულ მოძრაობას, რომელმაც ხელი შეუწყო იანუკოვიჩის, აი, ამ პრორუსული რეჟიმის შეცვლას. გინდათ დამხობა, როგორც გინდათ ისე უწოდეთ, მაგრამ ხომ შეიცვალა. და თქვენ ერთ მხარეს აყენებთ პროგრესულ ახალგაზრდულ მოძრაობას და მეორე მხარეს აყენებთ იმ რეჟიმებს, იმ ავტორიტარულ და პრორუსულ რეჟიმებს, რომელთანაც აიგივებთ საკუთარ თავს. ან პიარი არა გყავთ ან კონსულტაციებს არ გადიხართ, ვინ დაგიწერათ ეს ტექსტი, რომ სიბნელესთან გაიგივეთ საკუთარი თავი და ამით სინათლეს და ახალგაზრდობას ებრძოლეთო?

რაც შეეხება დღევანდელ სასამართლო პროცესს, ჩვენ ვიცით, თუ ვინ არიან მოსამართლეები, ერთ-ერთი მოსამართლე ჩემს ზურგს უკან იჯდა, მახსოვს ქუთაისში, ქალბატონი მანანა. ხანდახან, როცა სპიკერი არ იყო, ვიცე-სპიკერი იყო და მოვალეობას ასრულებდა და უცბად ჩვენ მოსამართლედ მოგვევლინა და მოსამართლის მანტია მოისხა, ასეთები ბევრი არიან. ამიტომ პოლიტიკურად მართული სასამართლო თუ მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ერთი მხრივ, ეს იქნება დაღდასმული ხალხის მიერ და მეორე მხრივ, მოექცევა საერთაშორისო სანქციების ქვეშ“, - განაცხადა გოცირიძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს