ირაკლი კობახიძე - პროცესზე პრეზიდენტი იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორც დღეს არიან მისი წარმომადგენლები, შევდივარ მათ მდგომარეობაში - სწორედ ამიტომ არ ჩამოვიდა

ამ პროცესზე პრეზიდენტი იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორც დღეს არიან მისი წარმომადგენლები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვისას დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილისთვის მიუღებელი იყო ამ მდგომარეობაში ყოფნა და, სწორედ, ამიტომ არ ჩავიდა ბათუმში

„ამ პროცესზე პრეზიდენტი იქნებოდა ისეთივე მძიმე მდგომარეობაში, როგორც დღეს არიან მისი წარმომადგენლები. ვხედავთ, რომ ისინი არიან ძალიან უხერხულ მდგომარეობაში. აბსურდის მტკიცება უწევთ. ძალიან მძიმეა მათი მდგომარეობა, შესაბამისად შევდივარ მათ მდგომარეობაში. პრეზიდენტი თვითონ, რომ ჩამოსულიყო ბუნებრივია თვითონ მოუწევდა ამ მდგომარეობაში ყოფნა, რაც მისთვის იყო მიუღებელი და, სწორედ, ამიტომ არ ჩამოვიდა“,- განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტის წარმომადგენლების მხრიდან, არგუმენტები ვერ იქნა წარმოდგენილი.

„ელემენტარულ კითხვებზე ვერ მივიღეთ პასუხი. ზღვარს ვერ ავლებენ სტატუსსა და უფლებამოსილებებს შორის. ეს ხომ იურისპრუდენციის საკითხიც კი არ არის, ეს არის ლინგვისტური განმარტების ამბავი, რომ სტატუსი არის სხვა და უფლებამოსილება სხვა რამ“,- განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ რომელ კითხვაზე ვერ მიიღეს მთავრობის წარმომადგენლებმა პასუხი, კობახიძემ განაცხადა, რომ იმასთან დაკავშირებით თუ რა განსხვავებაა სტატუსსა და უფლებამოსილებას შორის.

„ან ვერ ამბობენ, ან არ ამბობენ, ან არ უნდათ ამის თქმა. არ აწყობთ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა. როგორც კი ერთმანეთისგან გავმიჯნავთ, სტატუსსა და უფლებამოსილებას, უკვე თავზე გენგრევა ყველა აგრესიული არგუმენტი“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, რატომ არ არის კონსტიტუციის დარღვევა მთავრობის თანხმობის გარეშე ქვეყნის შიგნით პრეზიდენტის მიერ შეხვედრების წარმოება, კობახიძის თქმით, ამ შემთხვევაში მთავრობა იძლევა მდუმარე თანხმობას.

„რეალურად ასეთი პრაქტიკაა, რომ მთავრობა იძლევა მდუმარე თანხმობას, როდესაც ქვეყნის შიგნით ხორციელდება საგარეო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. ეს პრაქტიკა მე არ მომწონს, კანონში არის დასაზუსტებელი ნორმები, ეს არის ხარვეზი, რა თქმა უნდა მთავრობის პრაქტიკაც არის შესაცვლელი, მაგრამ ეს არ არის კავშირში კონსტიტუციის დარღვევის თემასთან. პრეზიდენტმა იცოდა, რომ კონკრეტული ვიზიტის დროს მას სჭირდებოდა თანხმობა. პრეზიდენტმა მიმართა მთავრობას, ვერ მიიღო თანხმობა და მაინც წავიდა“,- განაცხადა კობახიძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ხვალ გაგრძელდება პროცესი, სადაც დამატებით არგუმენტებთან ერთან შემაჯამებელ სიტყვას იტყვიან მთავრობის წარმომადგენლები.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს