მიხეილ სააკაშვილი -  წინააღმდეგი ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის, რადგან ინსტიტუტის დისკრედიტაციას იწვევს, მაგრამ რაც ახლა ხდება, ივანიშვილის თამაში და მცდელობაა, გადაიტანონ ყურადღება ოლიგარქის დიქტატურიდან

წინააღმდეგი ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის, რადგან ინსტიტუტის დისკრედიტაციას იწვევს, მაგრამ რაც ახლა ხდება, ივანიშვილის თამაში და მცდელობაა, გადაიტანონ ყურადღება ოლიგარქის დიქტატურიდან, - ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვას.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სააკაშვილი აღნიშნავს, ზურაბიშვილს ჯერ არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც ბიძინა ივანიშვილის გეგმებს ეწინააღმდეგება.

„ზოგადად წინააღმდეგი ვარ პრეზიდენტის იმპიჩმენტის, რადგან ეს პრეზიდენტის ინსტიტუტის დისკრედიტაციას იწვევს, მაგრამ ის, რაც ახლა ხდება, როგორც ადრე უკვე ვთქვი, არის ივანიშვილის თამაში და მცდელობა გადაიტანონ ყურადღება ოლიგარქის დიქტატურიდან, რადგან აღარ ვსაუბრობთ ფარცხალაძეზე, კორუფციაზე, ინფრასტრუქტურულ და ეკონომიკურ პრობლემებზე.

სალომე ზურაბიშვილს ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებია ისეთი, რაც ივანიშვილის გეგმებს ეწინააღმდეგება”, - წერს სააკაშვილი.

ჰოვსეპ ხუშრედიანი - სომხეთი ცდილობს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და კომუნიკაციების გახსნას, მაგრამ ეს არც ბაქოს აწყობს და არც მოსკოვს და ამიტომაცაა, რომ  პროცესს ორივე ხელს უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 17.03.2025
Profy - დალაგებისა და ხელოსნის სერვისები განახლებულ აპლიკაციაში