რომან გოცირიძე „ქართულ ოცნებას“ - თქვენ გეშინიათ კარვის, ელოდებით „კარვების რევოლუციას“

კონსტრუქცია თქვენი წარმოდგენით არის კარავი და თქვენ გეშინიათ კარვის, გელანდებათ „ვარდების რევოლუციიდან“ [არ მივიდეთ] „კარვების რევოლუციამდე“. ელოდებით „კარვების რევოლუციას“ და სასაცილოა. გეშინიათ იმის გამო, რომ ძალიან ბევრი დანაშაული და ცოდვა გაქვთ ჩადენილი, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ ხელისუფლებას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

გოცირიძის თქმით, ყველა, ვისაც აქამდე კარავი ჩამოართვეს, კომპენსაციისთვის სასამართლოში იჩივლებს.

„თქვენი საფირმო ნიშანი იყო რკინის კონსტრუქცია, რომელსაც ერქვა საკანი და სამი თვის განმავლობაში პარალიზება გაუკეთეთ თბილისს და ვაჭრობა და ტურისტული შემოსავლები გაანულეთ. ბოდიშის მოხდას აპირებთ თუ არა, რომ თურმე ის კონსტრუქციები რაც იყო, იყო უკანონო?!

თერთმეტი წლის განმავლობაში ყაჩაღებივით თავს ესხმოდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს კონსტრუქცია ჰქონდათ. კონსტრუქცია თქვენი წარმოდგენით არის კარავი და თქვენ გეშინიათ კარვის, გელანდებათ „ვარდების რევოლუციიდან“ [არ მიხვიდეთ] „კარვების რევოლუციამდე“. ელოდებით „კარვების რევოლუციას“ და სასაცილოა, გეშინიათ იმის გამო, რომ ძალიან ბევრი დანაშაული და ცოდვა გაქვთ ჩადენილი.

ამდენი კარავი რომ წაართვით 11 წლის განმავლობაში, დაუბრუნებთ თუ არა ჯარიმით, ან პროცენტით?! ანუ რაც კანონდარღვევით გქონდათ ჩადენილი, მისი კომპენსაცია მოხდება თუ არა. ყველა გიჩივლებთ სასამართლოში და ყველაფერი არის აღწერილი ტელევიზიებში, როგორ მიათრევდით კარვებს და წვავდით. მოგიწევთ ფულის გადახდა, ოღონდ სახლიდან უნდა მოიტანოთ ფული და სამწუხაროდ, ისევ ბიუჯეტიდან იქნება გადასახდელი.

სცენა არის კონსტრუქცია? ან დროშა არის თუ არა კონსტრუქცია?! ხომ შეიძლება თქვათ, რომ საკმაოდ გრძელტარიანი დროშა შეიძლება მომიტინგემ ვიღაცას მოუქნიოს და სამართლიანად ჩაარტყას თავში, ოღონდ არ გააკეთებს ამას, თორემ თქვენ რომ იქ გახვიდეთ, მართლა დროშა მოგხვდებათ თავში. რა არის კონსტრუქცია საბოლოო ჯამში, რომ განგვიმარტოთ“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტს განიხილავენ.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო