მაია კოპალეიშვილი - ილიას სიტყვები რომ გამოვიყენო, მთავარია მოქმედება - პრეზიდენტმა თქვა, რომ იწყებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად, ეს არ არის ის, რომ პოლიტიკა შეცვალა ან უნდა შეცვლა, პირიქით მთავრობის პოლიტიკას მხარდაჭერას უცხადებს

ევროინტეგრაცია არ არის ქმედების გარეშე. ილიას სიტყვები რომ გამოვიყენო, მთავარი არის მოქმედება, თორემ თეთნულდი დგას და რას აკეთებს?!“ თუ არ იმოქმედე, შედეგი არ დადგება. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს თქვა, რომ იწყებს შეხვედრებს ევროპელ ლიდერებთან საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად , - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა განაცხადა, სადაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საიმპიჩმენტო წარდგინება განიხილება.

მაია კოპალეიშვილი სხდომათა დარბაზში კითხულობდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ თავის ვებ-გვერდზე, 30 აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებას, რა დროსაც სხდომათა დარბაზში გაისმა რეპლიკა „ანუ, ხმა მომეცითო“.

აღნიშნულის საპასუხოდ, მაია კოპალეიშვილმა განმარტა, რომ მხარდაჭერა ცუდი რამ არ არის.

„მხარდაჭერა ცუდი რამ არ არის, ეს ხომ ვიცით? როდესაც ევროინტეგრაციაზე გვაქვს ინტერესი, პირადად ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეების 80%-სთვის და დიახ, თქვენთვისაც, რადგან ბუნებრივია, ამაში ეჭვიც არ მეპარება. ევროინტეგრაცია არ არის ქმედების გარეშე. ილიას სიტყვები რომ გამოვიყენო, მთავარი არის მოქმედება, თორემ თეთნულდი დგას და რას აკეთებს?! თუ არ იმოქმედე შედეგი არ დადგება. პრეზიდენტმა 30 აგვისტოს თქვა, რომ იწყებს შეხვედრებს ევროპულ ლიდერებთან საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მხარდასაჭერად. ეს არ არის ის, რომ შეცვალა პოლიტიკა ან უნდა პოლიტიკის შეცვლა. პირიქით, მთავრობის მიერ გამოხატულ და გაცხადებულ პოლიტიკას მხარდაჭერას უცხადებს“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინების ზეპირი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.თავად პრეზიდენტი დღევანდელ სხდომას არ ესწრება. მის ინტერესებს სასამართლოში იურისტები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იცავენ.

წარდგინების ავტორების სახით სხდომას ესწრებიან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტიის სხვა წევრები: ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი.

მმართველი გუნდის მიერ ზურაბიშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების საფუძველი პრეზიდენტის მიერ განხორციელებული ის საგარეო ვიზიტები გახდა, რაზეც მთავრობამ სალომე ზურაბიშვილს თანხმობა არ მისცა. პრეზიდენტის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხი 1-ელ სექტემბერს, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდა. საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს. სასამართლოს მიერ დადებითი დასკვნის შემთხვევაში, პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობას არ გააჩნია.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის