შალვა პაპუაშვილი ანა ნაცვლიშვილს - ანრი ოხანაშვილს რომ აცდიდეთ, დროს აძლევდეთ და სხვა თემებით არ ტვირთავდეთ, აქამდე უკვე დიდი ხნის დაწერილი ექნებოდა პროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ახალ კოდექსზე

ბატონ ანრი ოხანაშვილს რომ აცდიდეთ, დროს აძლევდეთ და სხვა თემებით არ ტვირთავდეთ, აქამდე უკვე დიდი ხნის დაწერილი ექნებოდა პროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ახალ კოდექსზე, - პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ასე უპასუხა პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის კრიტიკას იმასთან დაკავშირებით, რომ უმრავლესობა ცდილობს 1984 წელს მიღებულ საბჭოთა კოდექსში შეიტანოს დამატებითი ნორმები.

„ამ მოწვევის პარლამენტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ახალი კოდექსი იქნებ როგორმე მივიღოთ და მივიყვანოთ ბოლომდე - რაც უფრო მალე მოეშვებით მეორეხარისხოვანი თემებს და კონცენტრირდებით ამ თემაზე, ყველასთვის კარგი იქნება“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ანა ნაცვლიშვილი გამოვიდა ინიციატივით, მოხდეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის სრული რეფორმირება და ნორმის ამოქმედების თარიღად, რომელიც „შეკრებისა და მანიფესტაციის“ კანონში ცვლილებას გულისხმობს, განისაზღვროს საბჭოთა კოდექსის დემონტაჟი და დემოკრატიული კოდექსის ამოქმედება.

„ეს კანონი, მთელი მისი კონსტრუქცია და არქიტექტურა არის საბჭოთა, ამას ვერც თქვენ ვერ უარყოფთ. 1984 წლის კოდექსია. ამ კოდექსის რეფორმირებაში არის ჩადებული ძალიან დიდი რესურსი, სხვათა შორის, გერმანიის მთავრობის, რომელიც, ალბათ, ამ თანხას უკან წაიღებს, იმიტომ, რომ 3 წელია გელოდებათ, რომ ეს რეფორმა გაატაროთ და არ ატარებთ. მე გთავაზობთ, რომ ჯერ მთლიანად გაატაროთ რეფორმა ამ კოდექსის, გაუქმდეს საბჭოთა კოდექსი და შეიქმნას დემოკრატიული სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი კანონპროექტი და შემდეგ კანონი, რომელიც თავის თავში მოიაზრებს შესაბამის სამართლებრივ გარანტიებს, როდესაც ამ ტიპის დავები სასამართლოში უნდა წავიდეს. დღეს ამ ტიპის გარანტიები არ არის. საბჭოთა კოდექსზე დაშენებული ვერ იქნება დემოკრატიული, თანამედროვე, ევროპული სტანდარტის ნორმა. ტყუილად მოგაქვთ აქ საკონსტიტუციოს ნორმები კონტექსტიდან ამოგლეჯილად. მთელი ჩარჩო ამ კანონის არის საბჭოთა. გაასწორეთ ეს საბჭოთა ჩარჩო, გაასწორეთ საბჭოთა პრაქტიკა და ჩაწერეთ ამოქმედების მუხლში, რომ მას შემდეგ ამოქმედდება, რაც საბჭოთა კოდექსის დემონტაჟი მოხდება, საბჭოთა პრაქტიკა შეიცვლება და გვექნება დემოკრატიული კოდექსი. სხვა შემთხვევაში გავიგე, რომ ადამიანთა სიცოცხლე არ გაღელვებთ, გავიგე, რომ ლაშქარავას სიცოცხლე არ გაღელვებთ, გავიგე, რომ არც დედების წვიმაში ყოფნა გაღელვებდათ, მოქალაქეები, რომ არ გაღელვებდათ გავიგე. ფორმალურად მაინც, ჯერ კოდექსის რეფორმა ჩაატარეთ, თანამედროვე საფუძველი შექმენით კანონის და მერე დააშენეთ ზედ სხვადასხვა კონსტრუქცია“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის