ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტობის გეგმა თავად არ აქვს, ხოლო კითხვაზე, ხომ არ იქნება კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი, ამბობს, რომ „ასეთი სპეკულაციები ძალიან ნაადრევია“

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტობის კანდიდატობასთან დაკავშირებით თავად გეგმა არ აქვს, ხოლო კითხვაზე, ხომ არ იქნება კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი, ამბობს, რომ „ასეთი სპეკულაციები ძალიან ნაადრევია“.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, მას ასეთი გეგმა იმიტომ არ აქვს, რომ პრეზიდენტი პოლიტიკური პროცესებიდან არსებითად დისტანცირებულია.

„ჯერ ერთი მე ასეთი გეგმები არ მაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ პრეზიდენტი არის არსებითად დისტანცირებული პოლიტიკური პროცესებიდან. პრეზიდენტი არ არის კონსტიტუციის თანახმად, პოლიტიკურ პროცესებში ჩართული“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ განმარტა, როგორია პრეზიდენტის იმპიჩმენტის შემთხვევაში ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცედურა.

სალომე ზურაბიშვილმა სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით დაარღვია კონსტიტუცია. მას აქვს რწმენა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს, რადიკალური ოპოზიცია მაინც არ დაუჭერს მხარს მის იმპიჩმენტს, შესაბამისად, ასეთ პირობებში იმპიჩმენტი ვერ განხორციელდება. დაველოდოთ, აღარაფერია დარჩენილი, შეიძლება 10 დღეში ჩატარდეს ეს პროცედურა და მერე შეგვიძლია განვავითაროთ სპეკულაციები ამ თემაზე.

თუ იმპიჩმენტი განხორციელდა მაგალითად ორ კვირაში, დაახლოებით თვე ნახევარში დასრულდება ახალი პრეზიდენტის არჩევის პროცედურა ახალი წესით. რაც შეეხება სტანდარტულ წესს, როდესაც ნაადრევად არ წყვეტს საკუთარ უფლებამოსილებას, ახალი პარლამენტი არჩევს, მაგრამ თუ განხორციელდა იმპიჩმენტი, მოქმედი პარლამენტი ახალი წესით აირჩევს პრეზიდენტს. 300-კაციანი კოლეგია აირჩევს, იმპიჩმენტის ან გადადგომის შემთხვევაში ამ მოწვევის პარლამენტის პირობებში. სტანდარტულად თუ განვითარდა პროცესები, უკვე ახალი მოწვევის პარლამენტი“,- განაცხადა კობახიძემ.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ოპოზიციამ, თუ სურს რეალური შედეგის მიღწევა, სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შეცვალოს, თუმცა ამის იოტისოდენა იმედიც არ მაქვს
კორეის ელჩი ჰიონ დუ კიმი - კორეის ძლიერი მხარე მაღალტექნოლოგიურ წარმოებაშია, საქართველოს კი ლოჯისტიკისა და მომსახურების სფეროებში - ის უნდა განიხილებოდეს როგორც ბაზარი, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს რეგიონი და მის მიღმაც
ქართული პრესის მიმოხილვა 17.11.2025
„კარფურის“ მსხვილი ტექნიკა და ავეჯი უკვე „Wolt“-ზე - ონლაინ შოპინგი მარტივად, სწრაფად და საუკეთესო ფასად