რომან გოცირიძე - რა შეიძლება ვუწოდოთ იმ ბიუჯეტს, რომელიც პარლამენტშია წარმოდგენილი, ერთი სიტყვით რომ დავახასიათოთ, ეს არის ფლანგვის ბიუჯეტი

რა შეიძლება ვუწოდოთ იმ ბიუჯეტს, რომელიც აქ არის წარმოდგენილი, ერთი სიტყვით რომ დავახასიათოთ, ეს არის ფლანგვის ბიუჯეტი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2023 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს განიხილავენ.

რომან გოცირიძის განცხადებით, 2012 წლიდან დღემდე საქართველოში 85 მინისტრი გამოიცვალა, მათ შორის, 7 ინფრასტრუქტურის სამინისტროში და 10 ეკონომიკის სამინისტროში.

მისივე ინფორმაციით, 2016 წლიდან დღემდე საადვოკატო მომსახურებაში ქვეყანამ 243 მილიონი ლარი დახარჯა.

„იფლანგება ქვეყნის ეროვნული სიმდიდრე, მაშინ როდესაც ასეულობით ათასი ადამიანი იმყოფება შიმშილის ზღვარზე. ყველაზე ბიუროკრატიზებული ქვეყანა ხდება საქართველო რეგიონში. გადახედეთ ბიუჯეტს, რომელიც არის სარკე, ბიუჯეტზე დიდი სარკე საზოგადოების ეკონომიკური და ფინანსური ცხოვრებისა, არ არსებობს. არ გავა თვე, რომ არ გაიზარდოს რომელიღაც უწყებაში შტატები - ნათესავები, მეგობრები, პარტიული აქტივი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება გადაქცეულია მათ პირად საკუთრებად. აბა, ნახეთ რა ხდება ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, ჩინოვნიკების ოჯახების თავშესაფარი რომ არის. წელიწადი თუ თვე არ გავა, რომ ახალი უწყება არ შექმნათ, იქმნება ახალ-ახალი უწყებები, ემატება სხვადასხვა შტატგარეშე თანამდებობები, საშინელებაა ეს! ასეულობით მილიონი ლარი იხარჯება და მერე საუბრობთ, რატომ შიათ ბავშვებს სკოლაში და რატომ არ გადაწყვეტილი თუნდაც დაბალ კლასებში ბავშვების კვების საკითხი. საქართველოში 2012 წლიდან, რაც „ქართული ოცნებაა“ ხელისუფლებაში, შეიცვალა 85 მინისტრი. წაიღო ფული ნაწილმა, ყველაზე არ ვამბობ, მოიპარეს, ან მათი ცუდი ქმედებებით გაძარცვეს ქვეყანა. 7 ინფრასტრუქტურის მინისტრი შეიცვალა ქვეყანაში და მარტო სამტრედია-გრიგოლეთში 100 მილიონი დაიკარგა და რა მდგომარეობაა რიკოთსა და გზებზე ვხედავთ. ამ 7 მინისტრიდან რომელიმეს გვარი გახსოვთ ? სად არიან ეს მინისტრები? 8 ეკონომიკის მინისტრი შეიცვალა, დავამატოთ ეკონომიკის სამინისტროში შემავალი 2 ენერგეტიკის მინისტრი, 10 მინისტრი შეიცვალა 10 წელიწადში. რომელიმეს გვარი ან მათ მიერ გაფუჭებული საქმეები გახსოვთ? ახლა ბიუჯეტი შემოდის და იუსტიციის სამინისტრო სთხოვს, რომ მოდით, 20 მილიონი ლარი დაგვიმატეთ ადვოკატების მომსახურების თანხებიო. რამდენი დაიხარჯა საადვოკატო მომსახურებაში? 2016 წლიდან დღემდე ადვოკატებს გადაუხადეთ 243 მილიონი ლარი. ამ 243 მილიონში რა ღირებულების პროდუქცია შექმნეს, ფული წაიღეს საერთაშორისო არბიტრაჟში ვმარცხდებით!“- განაცხადა რომან გოცირიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
Samsung Galaxy Z Fold6 და Z Flip6: Galaxy AI-ის ახალი ეტაპი
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით სიმსივნური დაავადებების მკურნალობის ინოვაციური მეთოდი დაინერგა
მანჩესტერში Sports Networking Lounge - G7 ნოემბერში გაიხსნება
ალტაში უახლესი Samsung Galaxy AI კეცვადი სმარტფონებისა და ჭკვიანი აქსესუარების პრეზენტაცია გაიმართა
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა