გიორგი ვაშაძე უმრავლესობას - თუ პენსიონერებისთვის ერთჯერადად ვალის გასტუმრებას დაუჭერთ მხარს, მზად ვართ პირველი პრეცედენტი შევქმნათ, რომ ოპოზიციამ მხარი დაუჭიროს საბიუჯეტო ცვლილებებს

მოგმართავთ უმრავლესობას, თქვენ თუ პენსიონერებისთვის ერთჯერადად ვალის გასტუმრებას დაუჭერთ მხარს, ასეთ შემთხვევაში მზად ვართ პირველი პრეცედენტი შევქმნათ, რომ ოპოზიციამ მხარი დაუჭიროს საბიუჯეტო ცვლილებებს, - ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ უმრავლესობას პლენარულ სხდომაზე.

ვაშაძის თქმით, ბიუჯეტში შესული ფული თანაბრად უნდა გადანაწილდეს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ.

„400 ათასამდე პენსიონერი ყოველ თვეში მიდის „ლიბერთი ბანკში“ და მას უწევს საკუთარი პენსიიდან 90 ლარის დატოვება საპენსიო სესხის მომსახურებაში. ეს არის უმძიმესი უღელი, რომელიც დღეს ადევს პენსიონერებს. შესაბამისად, ჩვენ ვამბობთ, რომ როცა ბიუჯეტში არის ჭარბი შემოსავალი, მოდით, ეს თანხა მივმართოთ ყველაზე გაჭირვებული ადამიანების, პენსიონერების მხარდასაჭერად, ერთჯერადად გავუსტუმროთ ვალები, რაც ნიშნავს, რომ 400 ათასამდე ადამიანს პენსია, ფაქტობრივი აღება, გაეზრდება ყოველთვიურად საშუალოდ 80 ლარით. ჩვენ ეს საკითხი დავსვით სხვადასხვა შეხვედრაზე და თქვენგან მივიღეთ უარი. დღეს გვინდა „ქართული ოცნებისგანაც“ მივიღოთ პასუხი, თქვენც დააფიქსირეთ პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რატომ არ უნდა გავუმართოთ ხელი პენსიონერებს, როცა გვაქვს ჭარბი შემოსავალი. როცა ვამბობთ, რომ ბიუჯეტში ფული შემოვიდა, მოდით, თანაბრად გადავანაწილოთ ეს ფული იმ ადამიანებზე, რომლებსაც ყველაზე მეტად უჭირთ. მოგმართავთ უმრავლესობას, თქვენ თუ ამ ცვლილებას დაუჭერთ მხარს, ასეთ შემთხვევაში მზად ვართ, პირველი პრეცედენტი შევქმნათ, რომ ოპოზიციამ მხარი დაუჭიროს საბიუჯეტო ცვლილებებს“, - განაცხადა ვაშაძემ.

ცნობისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა“, გიორგი ვაშაძემ პენსიონერებისთვის ერთჯერადად ვალის გასტუმრების მიზნით „ქართულ ოცნებას“ შემდეგი წინადადებით მიმართა.

„მოგმართავთ უმრავლესობას, თქვენ თუ პენსიონერებისთვის ერთჯერადად ვალის გასტუმრებას დაუჭერთ მხარს, ასეთ შემთხვევაში მზად ვართ პირველი პრეცედენტი შევქმნათ, რომ ოპოზიციამ მხარი დაუჭიროს საბიუჯეტო ცვლილებებს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო