გიორგი ვაშაძე - სალომე ზურაბიშვილი არის ბიძინა ივანიშვილის მორიგი მარიონეტი

პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ბიძინა ივანიშვილის „მორიგი მარიონეტი“.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილს ახლა ავანსცენაზე სამი მარიონეტი ჰყავს: კობახიძე, ზურაბიშვილი და ღარიბაშვილი.

“კიდევ ერთი მტკიცებულება მივიღეთ, რომ სალომე ზურაბიშვილი არის ბიძინა ივანიშვილის მორიგი მარიონეტი. მას ჰყავს სამი მარიონეტი ახლა ავანსცენაზე: კობახიძე, ზურაბიშვილი და ღარიბაშვილი, ტოლობის ნიშანია ამ სამ ადამიანს შორის და პირდაპირ გეუბნებით. სამწუხაროა, რომ საზოგადოებას ხანდახან ავიწყდება ხოლმე, საიდან გახდა საერთოდ ეს ადამიანი პრეზიდენტი”, - განაცხადა ვაშაძემ.

ასევე, ვაშაძე ჟურნალისტებთან საუბრისას ოჩამჩირეში რუსული ბაზის განთავსებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ მოსახლეობისთვის ამ ფაქტის შეგუება ხდება.

“პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ რუსეთან ნახევრად დაჩოქვა არ არსებობს. რუსეთი ითხოვს მეტს და მეტს. ეს არის ნათელი მაგალითი “ქართული ოცნების”, აი, ამ ანტიქართული და პრორუსული პოლიტიკის, რომ რუსეთი მეტს ითხოვს.

მეორე, მშვიდობას საქართველოში რუსეთისგან ემუქრება საფრთხე და ჩვენ ერთადერთ შემთხვევაში შევინარჩუნებთ მშვიდობას, თუ ჩვენი დასავლერი პარტნიორები მყარად ჩვენს გვერდით იქნებიან. მესამე, არა მარტო ქვეყნის შიგნით მოწვეული უნდა იყოს უშიშროების საბჭო, არამედ გაეროში უნდა იყოს რეზოლუციები ინიცირებული, აუცილებლად უნდა დაველაპარაკოთ, ჩვენს სხვა მეზობლებს აზერბაიჯანს, მათ შორის, ნატოს წევრს თურქეთს, რომ მოგვეხმარონ მშვიდობის შენარჩუნებაში საქართველოში და ამის ნაცვლად რა ხდება? ფაქტობრივად, ჩვეულებრივი შეგუება ხდება, მერე რა რომ ბაზა გახსნეს. ბაზა იქ, რომ გახსნეს მერე სხვა ნაბიჯს გადადგამენ. იფრინონ ახლა ღარიბაშვილებმა რუსეთში რამდენიც უნდათ! ხომ ხედავთ, რომ ნახევრად ერთი ადგილის მიცემა მათვის საკმარისი არ არის, ბოლომდე უნდათ, რომ დაგაჩოქოთ”, - აღნიშნა ვაშაძემ.

ლევან ლორთქიფანიძე - დამოუკიდებლობის დღეს ვხვდებით შფოთით, ბრაზით, არასტაბილურობის შეგრძნებით და ბუნდოვანი მომავლით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
მორიგი მნიშვნელოვანი პარტნიორობა უძრავი ქონების ბაზარზე
ისარგებლე „სილქნეტის“ 90-დღიანი პაკეტებით მთელი ზაფხული
გადაიხადეთ SOLO MASTERCARD ბარათით Dressup.ge-ზე და მიიღეთ 40%-იანი „ქეშბექი“
„ფავორიტი სტილის“ ახალი შენობა და ტექნოლოგიური განახლება - კომპანია ახალ ეტაპზე გადადის