გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველა რისკი და გამოწვევა შეისწავლა არჩევნების ახალი, ტექნოლოგიური წესით ჩატარებასთან დაკავშირებით

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველა რისკი და გამოწვევა შეისწავლა არჩევნების ახალი, ტექნოლოგიური წესით ჩატარებასთან დაკავშირებით, რათა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები მაღალ პროფესიულ დონეზე, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩატარდეს.

მისივე განმარტებით, არჩევნების ახალი წესით ჩატარების პრაქტიკიდან ინტერნეტის კომპონენტი ამოღებულია, "რაც იმ რისკებს დააზღვევს, რომლებიც კიბერ საფრთხეებს და კიბერ ჩარევებს უკავშირდება".

„პირველ ოქტომბერს მორიგი შუალედური და რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა, რაც საბოლოოდ, მე-8 ტექნოლოგიური არჩევნებია ჩვენს ქვეყანაში. მან 16 მუნიციპალიტეტში გარკვეული გამოცდილება შეიძინა. ეს ვენეციის კომისიისა და ევროსაბჭოს რეკომენდაციებს პირდაპირ პასუხობს იმის თაობაზე, რომ 2024 წლის საერთო არჩევნებამდე ქვეყანაში რამდენიმე პილოტი მაინც უნდა იყოს ჩატარებული. შესაბამისად, რვა პილოტმა გვაჩვენა ის, რომ ყოველი პილოტის შემდეგ, რიგი გაუმჯობესებები, დახვეწა და განვითარება შეგვქონდა ამ პროცესში. ეს დღეს იმის თქმის შესაძლებლობას გვაძლევს, რომ 2024 წლის ოქტომბრის თვეში გასამართი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაცია მაღალ პროფესიულ დონეზე, ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩაატარებს არჩევნებს. საარჩევნო ადმინისტრაციამ ყველა რისკი, გამოწვევა თუ საფრთხე შეისწავლა, რომლებიც ამ აპარატების გამოყენებას ჰქონდა. მათ შორის ის, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ინტერნეტის გამოყენების კომპონენტი ამოიღეს პრაქტიკიდან. ჩვენ ესეც, როგორც ერთ-ერთი გლობალური რისკი, გავითვალისწინეთ. არც ერთი აპარატის შემთხვევაში ინტერნეტის გამოყენებას ადგილი არ ექნება. ეს თავის მხრივ, იმ რისკებს დააზღვევს, რომლებიც კიბერ საფრთხეებს და კიბერ ჩარევებს უკავშირდება”,- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ამასთან, კითხვაზე სიმართლეა თუ არა ის, რომ ბიულეტენის ორჯერ დაზიანების შემთხვევაში, ამომრჩეველს აღარ მიეცემა შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, კალანდარიშვილმა განაცხადა, რომ ეს „ერთ-ერთი კლასიკური მითია".

„ორჯერ არასწორად მოთავსების ან ბიულეტენის დაზიანების შემთხვევაში, ამომრჩეველს განმეორებით მიეცემა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა”,- განაცხადა კალანდარიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა