ზურაბ ჯაფარიძე - არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარებისას ე.წ. კარუსელი არ გამოირიცხება

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების ახალი, ელექტრონული წესით ჩატარებისას არსებობს იმის რისკი, რომ ერთი და იგივე ამომრჩეველმა ხმა სხვადასხვა უბანზე მისცეს.

მისივე განმარტებით, ყველა ოლქის და უბნის აპარატები ერთ ქსელში უნდა იყოს გაერთიანებული, რათა თავიდან იყოს არიდებული ერთი და იმავე ადამიანის რამდენიმე უბანზე მისვლა და საკუთარი ხმის დაფიქსირება.

„გამორიცხული არ არის, რომ რაიმე სახის მანიპულაცია იყოს არჩევნების ახალი წესით ჩატარების დროს. ჩვენ რაც შევისწავლეთ, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ერთ ადამიანს შეუძლია ერთ უბანზე შევიდეს, ხმა მისცეს, შემდეგ წავიდეს და სხვა უბანზე მისცეს ხმა. ე.წ. კარუსელი რაც არის, ამ სისტემით არ გამოირიცხება. მაგის გამორიცხვის გზა ჩვენი აზრით ისაა, რომ ეს სისტემა ერთიანი იყოს, ყველა უბნიდან და ოლქიდან ეს აპარატები ერთ სქელში იყოს ჩართული. ეს შესაბამისად, ერთი ადამიანის რამდენიმე უბანზე შესვლას გამორიცხავს. ამის წინააღმდეგი ბევრია და არამარტო ხელისუფლება, ამიტომ ეგ ამბავი არ გამოდის. ეს რისკი არსებობს, თუმცა მთავარ პრობლემად ისევ რჩება ის, რა ხდება წინასაარჩევნო პერიოდში და არა არჩევნების დღეს. მთავარი პრობლემა დაფიქსირება და დოკუმენტირებაა იმისა, როგორ მუშაობს სუს-ი, როგორ მუშაობენ რესურსცენტრები, „ქართული ოცნების“ პარტია, როგორ ყიდულობენ ხმებს, როგორ აშანტაჟებენ ხალხს, როგორ უკეთებენ ბარტერებს სხვადასხვა რაღაცაში და როგორ ამობილიზებენ ხმებს. ჩემი აზრით, მთავარი გამოწვევა ეს არის, რომელიც ახლა დგას და ამას ყველას მხრიდან სჭირდება გამკლავება, იქნება ეს სამოქალაქო სექტორი თუ პოლიტიკური პარტიები“, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის