გიორგი კაკაურიძე პენსიონერების შესახებ ოპოზიციის ინიციატივებზე - მოვისმინე, ამბობდით, 500 მილიონის თემააო, მაგრამ არა, ბატონო, ეს 2.4 მლრდ ლარია

არ ვიცი, რამდენად დათვლილი გაქვთ, ყველას 500 ლარი რომ მივცეთ პენსია, დავამატოთ [საპენსიო] სესხების განულება, ასევე, დავამატოთ 60-დან 65 წლამდე მამაკაცების, ჯამში, 125 ათასი ადამიანის პენსია - დამატებით 2. 4 მლრდ ლარია. მოვისმინე, 500 მილიონის თემააო ამბობდით, მაგრამ, არა, ბატონო, 2.4 მლრდ ლარია ეს, - ასე უპასუხა პარლამენტში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვას, რომლებიც 2024 წლის ბიუჯეტში პენსიების მიმართულებით პოლიტიკის გადახედვას ითხოვდნენ.

როგორც კაკაურიძემ აღნიშნა, პენსიების ზრდა, ყოველ წელს, კონკრეტული ფორმულით ხორციელდება.

„როდესაც 2020 წელს ინდექსაციის თემა შემოვიდა, როგორც პენსიებზე და მოგვიანებით შშმ პირებზე, არის ორი კატეგორია: გაიზარდოს ინფლაციის მიხედვით, ინფლაციამ არ შეჭამოს, მსყიდველუნარიანობა არ გააუარესოს და როგორც წესი, ყოველთვის ინფლაციაზე მეტად იზრდება პენსიის ქვედა მოცულობა და რაც შეეხება 70- წელზე მეტ და ასევე მკვეთრად გამოხატული შშმ პირების პენსიაზე, ამას ემატება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელიც. ეს ფორმულა არ მოგვწონს? რაიმე უკეთესი გვაქვს? ყველას მოვაკლოთ 50 ლარი? არ გავუზარდოთ იქით და გადმოვიტანოთ და 30-30 ლარით გავუზარდოთ? ეს არის თქვენი წინადადება? მაგრამ თქვენი წინადადება საერთოდ სხვაგან მიდის. ყველას ხუთასი ლარი მივცეთო... არ ვიცი, რამდენად დათვლილი გაქვთ, ყველას 500 ლარი რომ მივცეთ პენსია, დავამატოთ [საპენსიო] სესხების განულება, ასევე, დავამატოთ 60-იდან 65 წლამდე მამაკაცების, ჯამში, 125 ათასი ადამიანის პენსია, დამატებით 2. 4 მლრდ ლარია. მოვისმინე, 500 მილიონის თემაო ამბობდით, მაგრამ, არა, ბატონო, 2.4 მლრდ ლარია ეს.

არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში დასაქმება და ანაზღაურება მამაკაცებში მეტია. ეს არის მოცემულობა, რომლის წინააღმდეგაც ბევრი ქმედება ხორციელდება. თუ თქვენ სხვანაირი ფორმულის მომხრე ხართ, მოდით იმ ფორმულაზე ვიმსჯელოთ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება იყო, გარკვეული წესები რომ ჩაიდო კანონში. ამ წესების მიხედვით ხდება ყოველ წელს პენსიების ზრდა და არ არის არც ჩემი და არც არავის გადასაწყვეტი, როდის, რამდენით გაიზრდება პენსია. როგორიც იქნება ეკონომიკური ზრდა, როგორიც იქნება შესაბამისი მაკროეკონომიკური პარამეტრები, ისე გაიზრდება. თუ სხვა ფორმულის მომხრე ხართ და სხვა ფორმულა გვინდა, მოდი, ვიმსჯელოთ ამაზე. ბოლო 10 წლის განმავლობაში, პენსიონერთა რაოდენობა 100 ათასითაა გაზრდილი, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყნის მოსახლეობა ბერდება. ამას ერთი გადაწყვეტილებით კიდევ 145 ათასს თუ დავამატებთ, მომდევნო 10 წელიწადში, ავტომატურად 100 ათასით ყველა ვარიანტში გაიზრდება ისევ პენსიონერთა ოდენობა, გამოდის, რომ 3.7 მლნ-დან 1.1 მლნ-ზე მეტი უნდა გვყავდეს პენსიონერი, დაახლოებით მილიონამდე ბავშვი, ეს არის 2.1 მლნ. ანუ 1.6 მლნ ადამიანმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ 3.7 მლნ ადამიანს შესაბამისი ბენეფიტები ჰქონდეს. ამას რომელიმე ქვეყანა თუ გააკეთებს, გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ქვეყანა ვერ იარსებებს. როცა ასეთი ინიციატივებია - ხოლმე, ცოტა გრძელვადიან პერსპექტივასაც უნდა შევხედოთ“, - განაცხადა კაკაურიძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა