მიხეილ სარჯველაძე - თვითონ ოპოზიციაშია ერთმანეთის მიმართ უნდობლობა - თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს, რომ პრეზიდენტისგან ადგილი ჰქონდა კონსტიტუციის დარღვევას, ძალიან უხერხული იქნება მხარის არ დაჭერა

თვითონ ოპოზიციაში, საკუთარ რიგებში ერთმანეთის მიმართ არსებობს ძალიან მაღალი უნდობლობა - თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონსტიტუციის დარღვევას, ძალიან უხერხული იქნება მხარის არ დაჭერა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მან განმარტა, სამართლებრივი არგუმენტის მხედველობაში არ მიღება, არ იქნება ის, რაც ოპოზიციას დაამშვენებს.

„ოპოზიციის მხრიდან საუბარი კონსპირაციაზე, ხელისუფლებისთვის დაბრალება, რომ შიში აქვთ და გარიგებაზე მიმდინარეობს მუშაობს, არის არა ხელისუფლების მიმართ საყვედური, არამედ ის, რომ თვითონ ოპოზიციაში, საკუთარ რიგებში ერთმანეთის მიმართ არსებობს ძალიან მაღალი უნდობლობა.

როგორც ჩანს, ამის გადაფარვას, სხვაზე გადაბრალებით ცდილობენ. მარტივად დგას საკითხი, მათ საკუთარი პოზიცია აქვთ. თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს, რომ პრეზიდენტის მხრიდან ადგილი ჰქონდა კონსტიტუციის დარღვევას, ძალიან უხერხული იქნება მხარის არ დაჭერა ამ საკითხზე. მესმის და გასაგებია, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, მაგრამ მიუხედავად ამისა, სამართლებრივი არგუმენტის მხედველობაში არ მიღება, არ იქნება ის, რაც დაამშვენებს ოპოზიციას“, - აღნიშნა სარჯველაძემ.

რაც შეეხება თანამდებობის პირის არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებული კენჭისყრის ღიაობის საკითხს, რომელიც ასევე პრეზიდენტის იმპიჩმენტსაც ეხება, როგორც სარჯველაძე განმარტავს, არ ღირს აჟიოტაჟის ატეხა ამ თემაზე, როდესაც ამის ობიექტური მიზეზი არ არსებობს.

„მგონია, რომ ვინც ცდილობს დააკავშიროს რეგლამენტში წარმოდგენილი ცვლილების ინიციატივა და პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურული საკითხები, არათუ ცდება, არამედ ოდნავ ღრმა ანალიზის შემთხვევაშიც კი აღმოაჩენს, რომ ეს სწორი არ არის. რეალურად, შეუძლებელია პროცედურული თვალსაზრისით ერთი მეორეს ელოდებოდეს, მოუსწროს ამ ცვლილებებმა, როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტზე კენჭისყრა გაიმართება. არ ღირს აჟიოტაჟის ატეხა ამ თემაზე, როდესაც ამის ობიექტური მიზეზი არ არის”,-აღნიშნა სარჯველაძემ.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების ფარული კენჭისყრით მიღების წესი იცვლება - ასეთ გადაწყვეტილებებს პარლამენტი ფარულის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მიიღებს.

რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, ღია კენჭისყრის წესი მათ შორის თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე კენჭისყრის შემთხვევებზე გავრცელდება.

კენჭისყრისას ფარულობის წესი მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში შენარჩუნდება, რადგან კონსტიტუციის თანახმად, მისი არჩევა ფარული კენჭისყრით უნდა მოხდეს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა