დავით კირკიტაძე - საქართველოს ხელისუფლება ყოველწლიურად 22-23 მილიარდ ლარს ხარჯავს ამ ქვეყანაში და საქართველოს მოქალაქეს არაფერი ეტყობა - არცერთი პრობლემა ძირეულად არ მოგვარებულა

საქართველოს ხელისუფლება ყოველწლიურად 22-23 მილიარდ ლარს ხარჯავს ამ ქვეყანაში და საქართველოს მოქალაქეს არაფერი ეტყობა. არცერთი პრობლემა ძირეულად არ მოგვარებულა, ამასთან, ყოველწლიურად იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც სახელმწიფოსგან სოციალურ შემწეობას ითხოვენ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, დავით კირკიტაძემ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის მთავარი პრობლემაა ხარჯვითი ნაწილი.

„წლებია იზრდება საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც ამ ქვეყანას ტოვებენ. ეს ნიშნავს, რომ 23 მილიარდი არ იხარჯება ეფექტურად, ეფექტურად კი არა, ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ 23 მილიარდი იხარჯება კორუფციულად, ის ხმარდება „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების და აქტივისტების შენახვას.

წლებია, საქართველოში არცერთი გადასახადი არ შემცირებულა, პირიქით, ყოველწლიურად იზრდება ჯარიმები. ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით მდიდრდებიან ჩინოვნიკები, საქართველოს მოქალაქე რჩება მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარების გარეშე.

როგორც გასული წლის ბიუჯეტში, ასევე ამ წლის ბიუჯეტში არ არის ასახული საზოგადოების არცერთი ფენის ინტერესი. კარგად ვიცით, რომ ბავშვები სკოლაში მიდიან მშივრები, ან ნახევრად მშივრები. დიდ პრობლემასთან გვაქვს ადგილი ამ მიმართულებით. იცით, რომ პენსიონერებს ახრჩობს „ლიბერთი ბანკის“ და ხელისუფლების ერთობლივი მოქმედება და დიდი საპენსიო ვალები. იცით, რომ ჩვენი შუა ხნის ადამიანები მასიურად ტოვებენ ქვეყანას.

უდიდესი პრობლემები უდგათ ჩვენს სტუდენტებს. დიდი რუსული ექსპანსიის შემდეგ, არნახულად გაუძვირდათ ჩვენს სტუდენტებს ცხოვრება, ბინის ქირა, ამ მიმართულებითაც საქართველოს ხელისუფლება არცერთ ნაბიჯს არ დგამს.

პრობლემები არ გვარდება, პრობლემები ყოველწლიურად იზრდება“,- განაცხადა დავით კირკიტაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა