ბიუჯეტი, რომელიც დღეს აქ, ფინანსთა მინისტრის მოადგილემ შემოიტანა, ეს არ არის სახელმწიფო ბიუჯეტი, ეს არის „ქართული ოცნების“ ბიუჯეტი, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ინტერესებს არის მორგებული და არა იმ რეალურ პრობლემებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აწუხებთ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ქვეყნისთვის კატასტროფაა.
„როგორ ჩანს, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და ამ შემთხვევაში, ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ვერ იაზრებენ, რომ ნებისმიერი კანონი, რომელიც პარლამენტში მიიღება, ან პარლამენტის წევრების ინიციირებით მიიღება ან კონკრეტული სამინისტროების მხრიდან, ინიციირებული კონკრეტული საკითხების კანონად წარმოიქმნება. ამიტომ, დღეს ჩვენ მივიღეთ პასუხები, თურმე ამას ეს კანონი არეგულირებს, იმას ის კანონი არეგულირებს. არ მოგვისმენია არცერთი განცხადება ფინანსთა მინისტრის მოადგილის მხრიდან, რომ მაგალითად რომელიმე ინიციატივა, თუნდაც ჯარიმების შემცირებაზე, თუნდაც ნებისმიერ საკითხზე, შეიძლება, რომ სახელმწიფოს მხრიდან შემოსულიყო. ეს ჩვენს ქვეყანაში ადამიანებს ცხოვრებას უფრო მეტად გაუმარტივებდა. მთავარი, რა თქმა უნდა, იყო იმ ინიციატივაზე საუბარი, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ აქვს, რათა საპენსიო დავალიანებები კონკრეტულ ადამიანებზე ჩამოიწეროს. ასეთი ადამიანი ქვეყანაში 360 ათასი პენსიონერია. ამის თანხა არსებობს ბიუჯეტში, ამ თანხის გამონახვა შეიძლება. მაგრამ არა, რადგან „ლიბერთი ბანკი“ ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთ დასაყრდენს პირდაპირ წარმოადგენს, „ლიბერთი ბანკიდან“, რა თქმა უნდა, მდიდრდება როგორც ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი რუხაძე, ასევე ამ ყველაფრით ბიძინა ივანიშვილიც სარგებლობს. არ უნდათ, რომ ეს ნაბიჯი გადადგან. ბიუჯეტში ამის თანხები არის, მაგრამ ხელისუფლება ამას არ აკეთებს, რადგან ეს ოპოზიციური პარტიების ინიციატივაა. ამის გაკეთება მაინც მოუწევთ დარწმუნებული ვარ, ამაზე უკან დახევა მოუწევთ, რადგან თუ ვინმე იმსახურებს ამ ქვეყანაში პატივისცემას, ესენი პენსიონერები არიან, მათ შორის ძალიან ბევრი დამსახურებული ადამიანი, ჩვენი მშობლები, ჩვენი ბებია-ბაბუები, რომლებიც ამას იმსახურებენ. რომლებსაც „ლიბერთი ბანკი“ იმ საპენსიო პროცენტით არ უნდა ატყავებდეს, რომელ პროცენტსაც არიცხავს სესხის შემთხვევაში. მთავარი კითხვა ჩემი მხრიდან ბოლოს იყო, რომ ერთი შემთხვევა მაინც გაეხსენებინა რომელი ინიციატივის გათვალისწინება მოხდა თუნდაც გასული წლის ბიუჯეტში, რომელი ინიციატივის გათვალისწინება მოხდა მაგალითად „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან დაყენებული. „ნაციონალური მოძრაობის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“ უკან 600 ათასი ამომრჩეველია, რაც არჩევნებმა დაადასტურა. ერთი ინიციატივა თუ მაინც გაითვალისწინა ფინანსთა სამინისტრომ. ვერ გაიხსენა, ეს კატასტროფაა ქვეყნისთვის. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ის ბიუჯეტი, რომელიც დღეს შემოიტანა აქ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეს არ არის სახელმწიფო ბიუჯეტი, ეს არის „ქართული ოცნების“ ბიუჯეტი, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ ინტერესებსაა მორგებულია და არა იმ რეალურ პრობლემებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს აქვთ“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა, რომლის კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.