მიხეილ სააკაშვილი - მსოფლიო ძალიან რთულ სიტუაციაშია, ნებისმიერ მომენტში შეიძლება რაღაც დაიწყოს და კატასტროფულ მოვლენასთან გვქონდეს საქმე - როცა გვეუბნებიან, „თქვენ გინდათ არეულობაო“, არეულია უკვე ყველაფერი

მსოფლიო ალიან რთულ სიტუაციაში ვართ. ნებისმიერ მომენტში შეიძლება რაღაც დაიწყოს და მოულოდნელ და კატასტროფულ მოვლენასთან გვქონდეს საქმე - როცა გვეუბნებიან, „თქვენ გინდათ არეულობაო“, არეულია უკვე ყველაფერი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, დისტანციურად ჩართვის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, 7 ნოემბრის საქმის „შეკერვა“ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მეშვეობით ხდებოდა.

„რაც შეეხება დღევანდელ საქმეს, მინდა ორი სიტყვა ვთქვა, ეს არის პოლიტიკური საქმე. „ეფესბეს“ ოფიცერი ფარცხალაძის მეშვეობით ხდებოდა ამ საქმის შეკერვა. იმისათვის, რომ ამ საქმის პოლიტიკური საქმე გავიგოთ, უნდა გესაუბროთ, რაზეა საერთოდ საუბარი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ფარცხალაძის შეკერილ საქმეებზეა საუბარი. საქმე იმაშია, რომ მსოფლიოში ახალი მსოფლიო ომი მიმდინარეობს, დაიწყო და განვითარდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, უკრაინაში, ახლა ისრაელში. ამ სიტუაციაში ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ, ნებისმიერ მომენტში შეიძლება რაღაც დაიწყოს და მოულოდნელ და კატასტროფულ მოვლენასთან გვქონდეს საქმე...

როცა გვეუბნებიან თქვენ გინდათ არეულობაო, არეულია უკვე ყველაფერი. ის, რაც ხდება ახლა ისრაელში, სიბნელისა და სინათლის ბრძოლა. იმაში, რომ ამის უკან რუსეთი დგას, საერთოდ არ მეპარება ეჭვი,“ - განაცხადა სააკაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა