არჩილ თალაკვაძე ალიევის ვიზიტზე - გამოვრიცხავ, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ინფორმაცია - რაც შეეხება უშუალოდ მის მონაწილეობას, ეს იყო სამუშაო შეხვედრა, შესაბამისად, სენსაციების და სკანდალის ძებნა უადგილოა

გამოვრიცხავ, პრეზიდენტს არ ჰქონდეს ინფორმაცია. რაც შეეხება უშუალოდ მის მონაწილეობას, ეს იყო სამუშაო შეხვედრა, შესაბამისად, სენსაციების და სკანდალის ძებნა აქ უადგილოა,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ ილჰამ ალიევის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ვიზიტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა თავისი წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში.

„გაკეთდა პირდაპირი განცხადებები, სადაც ჩანს, რომ საქართველო აზერბაიჯანისთვის, რეგიონისთვის არის საიმედო პარტნიორი და საქართველო სთავაზობს მოლაპარაკებების მაგიდას აზერბაიჯანს და სომხეთს და ეს მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არის დიდი ნდობა ამ პროცესში და საქართველოს აქვს ისტორიული შესაძლებლობა თავის წვლილი შეიტანოს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებაში. ჩვენი მიზანი და როლი რეგიონში არის სწორედ გრძელვადიანი მშვიდობის, სტაბილურობის და განვითარების უზრუნველყოფა და საქართველო ამ შესაძლებლობას მაქსიმალურად გამოიყენებს.

გამოვრიცხავ პრეზიდენტს არ ჰქონდეს ინფორმაცია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი სამუშაო ვიზიტი ჩატარდა და ჩამობრძანდა პრემიერ-მინისტრთან სამუშაო შეხვედრაზე აზერბაიჯანის პრეზიდენტი. რაც შეეხება უშუალოდ მის მონაწილეობას, ამაზე გაკეთდა განმარტებები მთავრობაში, რომ ეს იყო სამუშაო შეხვედრა, შესაბამისად, სენსაციების და სკანდალის ძებნა აქ უადგილოა,“ - განაცხადა თალაკვაძემ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება