პარლამენტს პლენარული სხდომის ფორმატში ყველა უწყების წლიური ანგარიშის მოსმენის ვალდებულება არ ექნება. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე, სავალდებულო წესით, მხოლოდ კონსტიტუციური ორგანოსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარდგენილ ანგარიშს მოისმენს.
რაც შეეხება სხვა დანარჩენი უწყებების ყოველწლიურ ანგარიშებს, ის განსახილველად წამყვან კომიტეტს გადაეცემა, ხოლო პლენარულ სხდომაზე კომიტეტის, ფრაქციის ან ბიუროს მოთხოვნის შემთხვევაში გავა.
მაგალითად, აღნიშნული ცვლილებები ეხება, საპენსიო სააგენტოს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის, შრომის ინსპექტორის, იურიდიული დახმარების სამსახურის და სხვა რიგი უწყებების ანგარიშებს.
“ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების პროექტი უკვე ინიცირებულია.