ბექა ბასილაია - ფრაგმენტ-ფრაგმენტ გვასმენინეს მიხეილ სააკაშვილის სიტყვა, ეს თავიდან ბოლომდე „ვივამედისა“ და პენიტენციური სამსახურის უპასუხისმგებლობაა

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, იმ ტექნიკურმა ხარვეზებმა, რაც კლინიკა „ვივამედიდან" საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვისას ხდებოდა, სააკაშვილს სიტყვით გამოსვლაში ხელი შეუშალა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, აღნიშნულზე პასუხისმგებლობა პენიტენციურ სამსახურს და კლინიკას ეკისრება.

„პენიტენციური სამსახურისგან დაბრკოლებების, ბარიერების და ხარვეზების შექმნა არ გვიკვირს. ახლა იყო იმის ნათელი მაგალითი, თუ როგორ შეიძლება ადამიანს სიტყვით გამოსვლაში ხელი შეუშალო, ფაქტობრივად, ფრაგმენტ-ფრაგმენტ გვასმენინეს მიხეილ სააკაშვილის სიტყვა, ეს თავიდან ბოლომდე "ვივამედის" და პენიტენციური სამსახურის უპასუხისმგებლობაა.

ფაქტია, რომ "ვივამედის" და პენიტენციური სამსახურის პასუხისმგებლობაა, რომ კავშირი უხარვეზო იყოს. როცა ამდენი ხარვეზი ვნახეთ, ეს არანაირ ჯანსაღ ინტერესს არ ემსახურება და ეს პრობლემა მომდევნო პროცესზე არ უნდა დადგეს", - განაცხადა ბასილაიამ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ 7 ნოემბერს მომიტინგეთა დარბევის ამსახველი ვიდეომასალა წარადგინა. ბასილაიას თქმით, აღნიშნული კადრებით სისტემური ძალადობა არ იკვეთება.

"ჩვენ მოწმეების ხელახლა დაკითხვას ვითხოვდით და ხელახლა გვაყურებინეს ვიდეოები. მარტივი პარალელები შეგვიძლია გავავლოთ, თუ ეს ბრალდების მხარეს დანაშაულად მიაჩნია, 20 ივნისთან დაკავშირებით ერთი პასუხისმგებელი პირი რატომ არაა დაკავებული? ჟურნალისტებს 5 ივლისს რაც მოუწყვეს, ამ სისასტიკის და დანაშაულების ჩამდენები თავისუფლები არიან და კადრებს გვაყურებინებენ, სადაც ბატონი სოზარ სუბარი ამბობს, რომ სასტიკად ნაცემია, პირდაპირ ეთერშია და ერთი დაზიანებაც არ აღენიშნება. ამ კადრებით ჩანს, რომ მიტინგის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით მოხდა, საპოლიციო ძალებიც გამოყვანილი იყვნენ, შეიძლება, ერთეულ შემთხვევებში ვინმეს მხრიდან ჰქონდა ძალის გადამეტებას ადგილი, მაგრამ სისტემური ძალადობა არ იკვეთება, განსხვავებით 20 ივნისისა, როცა ადამიანებს თვალებს თხრიდნენ", - განაცხადა ბასილაიამ.

დღევანდელ სასამართლო პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო, თუმცა, ტექნიკური ხარვეზების გამო, მისი სიტყვით მიმართვა, რამდენჯერმე შეწყდა.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ საქმეში სააკაშვილთან ერთად ბრალდებულები არიან ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, დავით კეზერაშვილი და გიგი უგულავა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა