მიხეილ სარჯველაძე - არ მგონია, რომ ხელი უნდა ვახლოთ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საკითხს

რეკომენდაცია ზოგადია, გვეუბნებიან, რომ რევიზია მოხდეს იუსტიციის საბჭოს ფუნქციების. ამ თვალსაზრისით, ვფიქრობ, რაც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში წერია, არის აბსოლუტური ჭეშმარიტება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

ამასთან, სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ნახევრად სავსე ჭიქის პრინციპით, შეიძლება ყურადღება გამახვილდეს იმაზე, რომ რეკომენდაციების ნაწილი შესრულებულია.

„სხვათა შორის, ამ სათაურით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვენეციის კომისია ნაწილს არ მიიჩნევს შესრულებულადო. მოდი, დიდი ხანი რომ არ დავკარგოთ იმის თვლაზე, მეტი შესრულებულია, თუ ნაკლები, შეიძლება ჭიქის სავსეობის მსგავსად ვთქვათ და ნაწილი რომ შესრულებულია, ამაზეც ყურადღება გავამახვილოთ. თუკი შინაარსობრივად გავეცნობით დასკვნას, მე ვფიქრობ, არც თუ უმნიშვნელო ნაწილებია, რომელთან დაკავშირებით, პოზიცია ერთმნიშვნელოვანია და თვლიან, რომ არის შესრულებული რეკომენდაციები და თვლიან, რომ გაუმჯობესებაა კანონმდებლობაში ამ თვალსაზრისით. ეს უნდა ახარებდეს ამ ქვეყნის ყველა გულშემატკივარს. საკითხებზე, რომელზეც შეიძლება არსებობს კრიტიკული მოსაზრებები, ვერ ვიტყოდი, რომ ჩამოყალიბებულად კრიტიკული მოსაზრებებია და ამის მიზეზი მაქვს, თვითონ დასკვნის შინაარსი იძლევა ამის შესაძლებლობას. საუბარია იუსტიციის საბჭოს სიღრმისეულ რეფორმაზე და ამ კონტექსტში იმაზე, რომ აუცილებელი იქნება გადააზრება იუსტიციის საბჭოს ფუნქციებისა. მე პირადად მგონია, რომ იუსტიციის საბჭოს ფუნქციები განსაზღვრულია საქართველოს კონსტიტუციით და ორი უმთავრესი რამ არის განსაზღვრული, ესაა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და მეორე, რაც ასევე უმნიშვნელოვანესია, ესაა მოსამართლეთა დანიშვნა და გათავისუფლება. ამ ორი ფუნქციის გადააზრება რამდენად აუცილებელია ამაზე პასუხს იძლევა სამუშაო ჯგუფებში გამართული დისკუსია. მე არ მგონია, საქართველოში არსებობდეს ჩამოყალიბებული, მწიფე აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ მოსამართლეთა გათავისუფლებას და დანიშვნას იუსტიციის საბჭოს და მოსამართლეთა თვითმმართველობის გარდა, სხვა ვინმე უნდა ახორციელებდეს. არ მგონია ასევე, რომ ხელი უნდა ვახლოთ, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის საკითხს. ამ თემების რევიზირების პროცესში არ შემხვედრია განსხვავებული აზრი, ამიტომ ვინც ახლა ოპოზიციიდან განსხვავებულად საუბრობს, დაე, თქვან, რა შეიძლება შეიცვალოს ამ თვალსაზრისით, რომელი ფუნქცია შეიძლება გამოაკლდეს იუსტიციის საბჭოს კონსტიტუციური ფუნქციებიდან ან რომელი შეიძლება დაემატოს. როცა ზოგადი შთაბეჭდილება, შეხედულება და სურვილია, რომ რაღაც გავაუმჯობესოთ, მოგვიანებით, რა თქმა უნდა, კონკრეტულ ნაბიჯებსა და შეთავაზებებზე უნდა გვქონდეს საუბარი,“ - განაცხადა სარჯველაძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა