თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნების“ პოლიტიკა არის კაპიტულანტური, რასაც ომის კიდევ უფრო დიდი საფრთხე მოაქვს

„ქართული ოცნების“ პოლიტიკა არის აბსოლუტური კრახი ჩვენი სუვერენიტეტისთვის - ეს არის დაშოშმინების პოლიტიკა რუსეთის მხრიდან და დათმობის პოლიტიკა საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომელსაც ომის კიდევ უფრო დიდი საფრთხე მოაქვს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნის შესახებ მოსკოვსა და აფხაზეთს შორის მიღწეულ შეთანხმებასა და ოპოზიციონერი დეპუტატების ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტმა აღნიშნულის საპროტესტოდ რეზოლუცია მიიღოს.

მისი თქმით, მეორე ფრონტის გახსნას „ქართული ოცნების“ არასწორი პოლიტიკა უწყობს ხელს.

„პარლამენტის მხრიდან, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას, რეზოლუციის მიღება, ერთი მხრივ, არის განაცხადი, ვაფიქსირებთ ჩვენს მკაცრ დაგმობას ამასთან დაკავშირებით და ვაფასებთ, რამდენად გაზრდილია საფრთხე საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისთვის, ისევე, როგორც შავი ზღვის რეგიონისა და ნატოსთვის. ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას ადეკვატური ნაბიჯები გადადგას ამ საფრთხეების შესამცირებლად. ცალსახად წერია რეზოლუციის პროექტში, რომ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით ვხედავთ ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას და მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები, ისევე როგორც წაიღოს უკან თავისი აღიარება ოკუპირებული რეგიონების და მთავარი რაც არის ჩვენთვის, საერთაშორისო პარტნიორებისადმი მოწოდება, რომ მათ ამ საკითხზე ჰქონდეთ ძალიან მკაფიო და ერთიანი პოზიცია.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკა არის აბსოლუტური კრახი ჩვენი სუვერენიტეტისთვის. 2012 წლიდან პრაგმატული პოლიტიკა, რომელიც გამოცხადდა და არსად დაწერილი არ გვინახავს, ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ხმა არ უნდა ამოვიღოთ, როდესაც ბიჭვინთის ანექსიის პროცესი მიმდინარეობს და მე შეგახსენებთ, რომ მთავრობას ხმა არ ამოუღია 7 თვის თავზე, საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ თქვა, რომ ე.წ. შეთანხმება უკანონოა, ხმა არ უნდა ამოვიღოთ, როცა დამატებით მეშვიდე სამხედრო ბაზასთან ერთად მუდმივი ბაზირება ხდება, ხმა არ უნდა ამოვიღოთ იმაზე, რომ ჩვენ გვყავს გაცხადებული „ეფესბეს“ კაცი, რომელსაც საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე გავლენა აქვს და ამ მოცემულობაში გვაჩვენებენ ფილმებს, რომ რაღაც გადატრიალებები თურმე იგეგმება საქართველოში და ამისთვის კანონს ამკაცრებენ, რომელსაც გმობენ ჩვენი პარტნიორები და ამ მოცემულობაში ეს რანაირი პოლიტიკაა. ეს არის დაშოშმინების პოლიტიკა რუსეთის მხრიდან და დათმობის პოლიტიკა საქართველოს მთავრობის მხრიდან, რომელსაც კიდევ უფრო დიდი ომის საფრთხე მოაქვს.

„ქართულ ოცნებას“ აშინებს ნებისმიერი რამ, რასაც შეუძლია მათ რეჟიმს საფრთხე მიაყენოს, წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვერ წარმოვიდგენ - ჩემს განუყოფენ ნაწილს, საქართველოს განუყოფელ ნაწილს, ბიჭვინთის ანექსიას რუსეთი ახორციელებდეს და რა ლოგიკაა იმაში, რომ არ შეიმჩნიო, როდესაც ანექსიის პროცესი სწრაფი ტემპით მიდის, ან როგორ შეიძლება არ შეიმჩნიო?

ეს არის კაპიტულანტური პოლიტიკა და მეორე ფრონტის გახსნას სწორედ „ქართული ოცნების“ არასწორი პოლიტიკა უწყობს ხელს, რადგან ოჩამჩირეში რუსულ სამხედრო ბაზაზე, რომელიც ყირიმიდან გამოდის, ხდება უკრაინული დრონების მხრიდან ფლოტზე იერიში, აქეთ აფარებს რუსეთი თავს და შეიძლება ლეგიტიმური სამიზნე გახდეს უკრაინის და ამ მოცემულობაში რას აკეთებს საქართველო ძალიან საინტერესოა“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატები - თეონა აქუბარდია, პარტია „საქართველოსთვის" წევრები ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, რუსეთის მუდმივმოქმედი სამხედრო საზღვაო ბაზის გახსნის გადაწყვეტილების შესახებ რეზოლუციის მიღებას ითხოვენ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა