პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ხელისუფლებისგან კანონის მიღებას ითხოვს, რომელიც კრიზისულ ვითარებაში ფასების რეგულირებას მოახდენს

პარტია „ანა დოლიძე ხალხისთვის“ ხელისუფლებისგან სპეციალური კანონის მიღებას ითხოვს, რაც კრიზისულ ვითარებაში ფასების რეგულირებას გულისხმობს.

როგორც პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ განცხადებით პოლიტიკური პარტია „ჯორჯიან ეარვეისის“ შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

„ჩვენი პარტიისთვის მთავარი ამოსავალი წერტილია, ქვეყანაში ხელმისაწვდომი ფასები არსებობდეს, რისთვისაც არაერთი აქტივობა განვახორციელეთ. ჩვენი ბრძოლა ამ მიმართულებით 2019 წელს დაიწყო, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პარტია მოძრაობა იყო. აქციები კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან, წერილობითი მიმართვები სხვადასხვა უწყებებთან და არაერთი ჩართვა.

ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ, რომ ხელისუფლებამ „კრიზისულ ვითარებაში ფასების კონკურენციისა და ფასების კონტროლის შესახებ” სპეციალური კანონი მიიღოს, სწორედ ისეთი, რომელიც ევროპის ყველა სახელმწიფოში და ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს. ეს კანონი ბიზნესებს ხელს შეუშლის, ქვეყანაში შექმნილი კრიზისული სიტუაციით ბოროტად ისარგებლონ და ხელოვნურად აწიონ ფასები.

დღევანდელ პოლიტიკურ სივრცეში ჩვენ ერთადერთი პარტია ვართ, რომელიც ამ თემაზე ხმამაღლა საუბრობს და მკაცრად აკრიტიკებს ქვეყანაში გაბატონებულ მონოპოლიებს.

დღეს ქვეყანაში ფასების ზრდა გვაქვს ყველა მიმართულებით, ეს იქნება წამლები, ქირავნობა, ბენზინი, პროდუქტი თუ სხვა რამ. მთავრობას არ აქვს სწორი გეგმა, კონკურენციის სააგენტო მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლება, ჩინოვნიკები მხოლოდ მათი ოჯახებისთვის და ახლობლებისთვის ზრუნავენ.

ხელისუფლებას ამ პრობლემის მოგვარების ძალა არ აქვს, რის გამოც ათასობით ემიგრანტს ვიღებთ.

ფასების რეგულირებას, უპირველესად, პოლიტიკური ნება სჭირდება, შემდგომ კი სწორად გადადგმული ნაბიჯები“, - აცხადებს პარტიის ლიდერი, ანა დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ გავრცელდა ინფორმაცია „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ ისრაელის მიმართულებით ფასების ზრდის შესახებ, რასაც მალევე კომპანია გამოეხმაურა. ავიაკომპანიაში ამტკიცებენ, რომ ბილეთის ფასებს ისრაელის კომპანიები ზრდიან, „ჯორჯიან ეარვეისი“ კი თვითნებურად, მენეჯმენტის მტკიცებით, ფასებს ვერ გაზრდის.

ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის