არჩილ თალაკვაძე - განვიხილავთ ვენეციის კომისიის თითოეულ რეკომენდაციას და ჩვენი არგუმენტირებული ნაბიჯები გვექნება

განვიხილავთ ვენეციის კომისიის თითოეულ რეკომენდაციას და ჩვენი არგუმენტირებული ნაბიჯები გვექნება - ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობას განვაგრძობთ, ასევე განვაგრძობთ რეფორმებს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიის, მართლმსაჯულების და ეკონომიკის გაუმჯობესებისთვის,- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ სასამართლოს რეფორმაზე ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „საქართველოს დღეს ბევრად უფრო თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული სასამართლო აქვს, ვიდრე 10 წლის წინ და ეს ვერ მოხდებოდა, ხელისუფლების მხარდაჭერით რეფორმები რომ არ გატარებულიყო“.

„დღეს რომ სასამართლო სისტემა შეუდარებლად უფრო თავისუფალი და დამოუკიდებელია, ეს ჩანს მონაცემებში, საერთაშორისო ინდიკატორებსა და მიმდინარე სტატისტიკაში, სადაც არის ბალანსი მოქალაქეებსა და სახელმწიფოს შორის მოგებულ დავებში, სადაც ყველა რეზონანსულ, მაღალი ინტერესის საქმეზე ჩვენი, ქართული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სტრასბურგმა პრაქტიკულად დაადასტურა. არაერთი ასეთი საქმეა, რომლის გამოც სასამართლოს წლების განმავლობაში სრულიად უსამართლოდ აკრიტიკებდნენ და შემდეგ ბოდიში არ მოუხდია სასამართლო სისტემის არცერთ ოპონენტს, ამიტომ, უპირველესად მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს პროგრესი. მოხდეს ამ მიღწევების ინსტიტუციონალიზაცია და ასევე, არ დავუშვათ პოლიტიკური ჩარევა სასამართლო სისტემაში, რისი მცდელობებიც ჩვენი ოპოზიციის მხრიდან არაერთხელ იყო. რაც შეეხება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, როგორც ყოველთვის ჩვენ მას, რა თქმა უნდა, სერიოზულად, დიდი ინტერესით და ყურადღებით მოვეკიდებით, განვიხილავთ თითოეულ რეკომენდაციას და ჩვენი არგუმენტირებული ნაბიჯები ამასთან დაკავშირებით გვექნება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, რეფორმებზე დისკუსია ვენეციის კომისიის სამუშაო პროცესია.

„რეფორმებზე დისკუსია, ვენეციის კომისიის სამუშაო პროცესია ყველა ქვეყანასთან, არა მხოლოდ საქართველოსთან. ამიტომ ამას ჩვენ ვხედავთ როგორც საქმიან, სამუშაო პროცესს. ყურადღებით და პასუხისმგებლობით ვეკიდებით და განვაგრძობთ ჩვენი მართლმსაჯულების გაუმჯობესებას“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიამ საქართველოს სასამართლო რეფორმის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. ვენეციის კომისია მიესალმება 2023 წლის ივნისში მიღებულ ზოგიერთ შესწორებას, ისევე როგორც 2023 წლის სექტემბრის ცვლილებებს, მაგრამ აღნიშნავს, რომ წინა რეკომენდაციების ნაწილი ჯერ არ შესრულებულა, მათ შორის, ვენეციის კომისიის დასკვნის მიხედვით, აუცილებელია შესრულდეს პირველი ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოვლისმომცველ რეფორმას გულისხმობს, რომლის მსგავსი მოთხოვნა აქვს ევროკავშირის კომისიასაც თავის დასკვნაში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ. ასევე დასკვნის თანახმად, მეორე რეკომენდაცია, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეთა გადაყვანის უფლებამოსილების შეზღუდვას ეხება, რჩება შეუსრულებლად.

ვენეციის კომისია აღნიშნავს, რომ მესამე რეკომენდაცია, რომელიც მოსამართლეთა თანამდებობიდან გათავისუფლების პროცედურის გადახედვას ითვალისწინებდა, შესრულებულია. მეოთხე და მეხუთე რეკომენდაციები კი, რომლებიც მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხიმგებლობას ეხება, ნაწილობრივ შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა