ირაკლი ღარიბაშვილი - მთავარი გამოწვევა, რაც გამოიკვეთა კონსულტაციების შედეგად, კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის შექმნა და განვითარებაა

მთავარი გამოწვევა, რაც გამოიკვეთა კონსულტაციების შედეგად, კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის შექმნა და განვითარებაა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პროფესიული განათლების განვითარების ახალი ხედვის წარდგენაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია და პრესტიჟის გაზრდა.

„ახლა რაც შეეხება ზოგადად ჩვენს მთავარ გამოწვევას, იცით, რომ ერთ-ერთი მთავარი, რაც გამოიკვეთა, მათ შორის − ბიზნესთან მქონდა მე არაერთი შეხვედრა, ძალიან გულწრფელი საუბრები, მთავარი გამოწვევა ეს არის კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის შექმნა-განვითარება. გვესმის კარგად, რომ მძლავრი ეკონომიკური განვითარების ფონზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის სწორედ მაღალკვალიფიციური ადამიანური კაპიტალის შექმნა და პროფესიონალების ჩამოყალიბება, რომელთა ცოდნა და უნარები სრულ შესაბამისობაში იქნება დამსაქმებლისა და კერძო სექტორის საჭიროებებთან.

მინდა გითხრათ, რომ ჩვენი გადაწყვეტილებით, დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ ახალ შეთავაზებას. წარვუდგენთ − ბიზნესს, საზოგადოებას. ეს არის საუკეთესო, პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავებული წინადადება კერძო სექტორისთვის, რომელიც პროფესიულ განათლებაში სახელმწიფოს მხრიდან ინოვაციურ მიდგომას ითვალისწინებს. ეს არის რეალური საჯარო-კერძო პარტნიორობის შეთავაზება, რომელიც გულისხმობს პროფესიულ განათლებაში ჩვენ მიერ თქვენთან ერთად ინვესტიციის ჩადებას, ამასთან თქვენთან ერთად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ბიზნესის მოთხოვნების შესაბამისი კადრების მომზადებას და დასაქმების მაჩვენებლის მნიშვნელოვნად გაზრდას.

აქვე გეტყვით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, პროფესიული განათლების პოპულარიზაციის საქმე, პრესტიჟის გაზრდა. ამ მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ აუცილებელია, რომ ძალისხმევა გავაერთიანოთ, მთავრობამ და ბიზნესმა − ორივემ ერთად”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა