ირაკლი ქადაგიშვილი - სირცხვილია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ „ბოსი“ და დამფინანსებელი დავით კეზერაშვილია - მასთან ჩადიან, რათა ინსტრუქციები მიიღონ - ეს პარტია თავიდან ბოლომდე არაფორმალური მმართველობისა და შიდა შეთქმულებების ჭაობშია ჩაფლული

სირცხვილია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ „ბოსი“ და დამფინანსებელი დავით კეზერაშვილია - მასთან ჩადიან, რათა მიიღონ ინსტრუქციები, რა როგორ უნდა გააკეთონ და იმოქმედონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.

ქადაგიშვილის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობა" თავიდან ბოლომდე არაფორმალური მმართველობისა და შიდა შეთქმულებების ჭაობშია ჩაფლული.

“ეს ადამიანი ქვეყნის თავდაცვის ბიუჯეტის გაქურდვაზეა გასამართლებული. ამასთან, იმედია, მის მიმართ ევროპაში სისხლის სამართლის დევნა დაიწყება, რადგან ევროპელი პენსიონერების თანხებს იპარავს. ასეთია დღევანდელი “ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახე“, - დასძინა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს