მიხეილ სააკაშვილი - რეჟიმს ჩემი ხმის ეშინია! - თქვენივე ინტერესებშია ჩემთან პირდაპირი მოლაპარაკება

რეჟიმს ჩემი ხმის ეშინია! - თქვენივე ინტერესებშია ჩემთან პირდაპირი მოლაპარაკება , - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სააკაშვილის თქმით, უკვე მეორედ მისი ხმა ჩაახშეს და „ჩამხშობებს“ მიმართა, რომ მაინც მოუწევთ, მისცენ შესაძლებლობა, რომ ხალხს ესაუბროს.

„საბჭოთა კავშირში ასე ახშობდნენ "ამერიკის ხმას" და "რადიო თავისუფლებას", რათა ხალხს სიმართლე არ გაეგო!

უკვე მეორეჯერ ჩემი ხმა ჩაახშეს ამ ხნის მანძილზე. 2023 წელს თურმე ვერ ახერხებენ ტექნიკურად ჩემი ხმის გადაცემას. ავსტრალიაში დარეკვა პრობლემა არაა და ორიოდ კილომეტრზე თურმე მკვეთრად ძნელდება. სინამდვილეში, რეჟიმს ეშინია ჩემი ხმის!

მინდა მივმართო ჩამხშობებს: მსოფლიოში სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება და რაც არ უნდა დამმალოთ, ჩამახშოთ, მაინც მოგიხდებათ ჩემთვის შესაძლებლობის მოცემა იმისთვის, რომ ვესაუბრო ჩემს ხალხს და გესაუბროთ თქვენც.

თქვენივე ინტერესებშია ჩემთან პირდაპირი მოლაპარაკება, ვინაიდან, ბევრისგან განსხვავებით, მე სიტუაციას სახელმწიფოებრივად ვუდგები, რაც თავისთავად გამორიცხავს ყოველგვარ შურისძიებას, ახლა განსაკუთრებით, როცა ოჩამჩირის ბაზაზე ხელშეკრულების მოწერის ფონზე საქართველო შეიძლება ძალიან სწრაფად აღმოჩნდეს ისეთი გამოწვევების ფონზე, რომელთაც ჩვენ რაღაც სახის შერიგებისა და ერთიანობის გარეშე ვერ გავუმკლავდებით.

გუშინდელი საქციელი კი თქვენი უკიდურესი სისუსტის გამოვლინება იყო. ხალხი ყველაფერს გრძნობს და ხედავს,“ - წერს სააკაშვილი.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა