მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები 11 ოქტომბერს გაიხსნება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საზოგადოებრივი მისაღები 11 ოქტომბერს გაიხსნება. ამის შესახებ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს.

სააკაშვილის ოფისს სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს.

ექსპრეზიდენტის თქმით, ოფისი ღია იქნება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი მნიშვნელოვანია.

„სწორედ, დღეს არის ერთიანობისა და მობილიზების დრო, ჩვენი ქვეყანა სულ მალე დადგება დიდი გამოწვევების წინაშე. ამიტომაც, 11 ოქტომბერს იხსნება ჩემი ოფისი, რომელსაც ძალიან ნიჭიერი და ახალგაზრდა ლიდერი - სოფო ჯაფარიძე უხელმძღვანელებს.

ოფისი ღიაა ჩვენი ქვეყნის ყველა გულშემატკივრისთვის! იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავალი, ვინც დღემდე დაუღალავად იბრძვის საქართველოს თავისუფლებისათვის.

გამარჯვების ფორმულა ერთიანობაში და მუდმივ აქტიურობაშია, მხოლოდ ასე შევძლებთ პუტინის რეჟიმის გასტუმრებას. გპირდებით, საქართველოს საუკეთესო დღეები არის წინ! თქვენი მიშა“ ,- წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა