გიორგი ვაშაძე - მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", სასწრაფოდ მიიღეთ შესაბამისი ზომები, დანიშნეთ სპეციალური რეისები, რომ ისრაელიდან ქართველების ევაკუაცია მოხდეს

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე მთავრობას მოუწოდებს, დანიშნოს სპეციალური ავიარეისები, რათა ისრაელიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია მოხდეს.

ვაშაძის განცხადებით, ისრაელში საომარი მოქმედებების ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სასწრაფოდ ესაჭიროებათ სამშობლოში დაბრუნება, ამისთვის კი საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რაც არის დანაშაული.

„ეს არის პირდაპირ ქართველი ხალხის გაწირვა ხელისუფლების მხრიდან. მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას" და საქართველოს მთავრობას, სასწრაფოდ მიიღეთ შესაბამისი ზომები, დანიშნეთ სპეციალური რეისები, რომ მოხდეს ქართველების ევაკუაცია და სამშობლოში მშვიდობიანად დაბრუნება. ეს თქვენი პირდაპირი ვალდებულებაა", - აცხადებს გიორგი ვაშაძე.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება