ციონ ალონი - ისრაელში მოხდა ბუჩა - პალესტინელების ერთადერთი მიზანია, ამოჟლიტონ ებრაელი ხალხი, მაგრამ ჩვენ „ჰამასს“ ამოვჟლეტთ

ჩვენთან [ისრაელში] მოხდა ბუჩა - უკრაინაში, რომ რუსებმა ბუჩა გააკეთეს, ის გაგვიკეთეს ჩვენ “ჰამასელებმა”, - ამის შესახებ ისრაელის პოლიტიკური პარტიის „ა-ხაზონის” ხელმძღვანელმა, ციონ ალონმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

მისი თქმით, პალესტინელების მიზანია, „ებრაელები ამოჟლიტონ“.

ციონ ალონის თქმით, ღაზას სექტორში მცხოვრებლებმა „ჰამასს“ მისცეს მანდატი, ამიტომ ღაზას სექტორის მოსახლეობა არის პასუხისმგებელი, თუ ვინ აირჩიეს ხელმძღვანელობაში.

„პალესტინელი ხალხის ერთადერთი მიზანია, რომ ამოჟლიტონ ებრაელი ხალხი. „ჰამასმა“ დაუშვა თავისი ეგზისტენციალური შეცდომა. ჩვენ „ჰამასს“ ამოვჟლეტთ. ჩვენ პირველად გადავუკეტეთ ღაზას ათეული წლების განმავლობაში წყლის, ელექტროენერგიის და სურსათის მიწოდება. ჩვენ ეს არასდროს გაგვიკეთებია. ჩვენ ვაწვდით იმას, რითიც ცხოვრობენ, ისინი კი მოდიან და გვკლავენ. უნდა გამოიწვიოს ჰუმანიტარული კატასტროფა და მილიონ ნახევარმა პალესტინელმა უნდა შეჰყვიროს თავის ხალხს: „რას შვებით ხალხო? ეს რას გვიკეთებთ?“ ჩვენ იქ არ შევვარდით და იქ ჩვენ ხალხს არ ვკლავდით, ჩვენ ბავშვებს თავებს არ ვაჭრიდით. ჩვენ რას უნდა ველოდოთ, თუ როდის გამოსწორდება მაგათი მხედველობა? ამიტომ ჩვენ უნდა გამოვიწვიოთ ჰუმანიტარული კატასტროფა, უნდა ავაკვნესოთ, ისევე როგორც კვნესიან ჩვენი დედები.

ღაზას სექტორში არ არის მშვიდობიანი მოსახლეობა, ეს არის მითოსი, ლეგენდა. ღაზას სექტორის მოსახლეობამ აირჩია ხელმძღვანელად „ჰამასი“ და მისცა მათ ყველა ინსტრუმენტი, რომ გაეკეთებინათ ის, რაც გააკეთეს. არჩევნები ჩატარდა და „ჰამასს“ მისცეს მანდატი, ამიტომ ღაზას სექტორის მოსახლეობა არის პასუხისმგებელი, თუ ვინ აირჩიეს ხელმძღვანელობაში.

ჩვენთან მოხდა ბუჩა. უკრაინაში, რომ რუსებმა ბუჩა გააკეთეს, ის გაგვიკეთეს ჩვენ ჰამასელებმა.

ყოველ წუთს გამოვიკვლევთ, თუ რა ხდებოდა დილის 06:30 საათიდან დაწყებული, ყოველ წუთს. ვინ რას აკეთებდა. პრემიერ-მინისტრი, რას აკეთებდა, თავდაცვის მინისტრი რას აკეთებდა, ასევე, ჯარის ხელმძღვანელი. ყველაფერს გამოვიკვლევთ და ვინც უნდა ჩაჯდეს, იმას ჩავსვამთ და ვინც უნდა ჩამოვკიდოთ, იმას ჩამოვკიდებთ. იმიტომ, რომ ჩვენ არავის არ შევარჩენთ იმას, რაც მოხდა. არც მათ და არც ჩვენიანებს, მაგრამ ახლა ის პერიოდია, როცა ჩვენი ძალების კონსოლიდირება უნდა მოხდეს.

ნებისმიერი ომის ფინალური სტადია არის მოლაპარაკება. როდესაც მოლაპარაკებისთვის ნორმალური ხედვა ექნება მეორე მხარეს. ჩვენ რაღაცნაირად მეორე მხარე უნდა მოვამზადოთ იმისთვის, რომ ჩვენი კუთხით შეხედონ. სანამ ისინი არ იქნებიან მზად, რომ გაითვალისწინონ, თუ რა არის ჩვენი ცხოვრების წესი, პრიორიტეტები, ფასეულობები, თუ ისინი იტყვიან, „ჩვენთვის ეს ფასეულობები არაფერი არ არის და პატივს არ ვცემთ“, ჩვენ ამ ხალხთან მოლაპარაკებებს არ გავმართავთ.

რაც შეეხება ღაზის სექტორის მოსახლეობას, ჩემი აზრით, იქ უნდა წამოიზარდოს ახალი თაობა, რომელიც იტყვის ხალხო, განა ჩვენი მეზობლის მოკვლა უნდა ავირჩიოთ, როგორც მთავარი პრიორიტეტი, მოდით სკოლები ავაშენოთ, კომპანიები შევქმნათ, უნივერსიტეტები და საავადმყოფოები ავაშენოთ. როცა ისინი ამ გეზს აიღებენ, ჩვენ შევძლებთ მათთან დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ“, - განაცხადა ციონ ალონმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა