ანა ბუჩუკური - პრემიერს ვკითხავ, ესაუბრა თუ არა მის მეგობარ ორბანს, ადეიშვილის, კოდუას და სხვების გადმოცემაზე, რომლის მთავრობამ მათ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა

პრემიერს ვკითხავ, ესაუბრა თუ არა მის მეგობარ ორბანს, ადეიშვილის, კოდუას და სხვების გადმოცემაზე, რომლის მთავრობამ მათ პოლიტიკური თავშესაფარი მისცა - ეს პრეტენზია ხელისუფლებას არამხოლოდ უკრაინასთან, ევროკავშირთანაც აქვს, - ეს განცხადება პარტია „საქართველოსთვის" წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რითაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა.

ბუჩუკურის თქმით, „ღიმილისმომგვრელია, რომ თავის დროზე ორბანთან მეგობრობით ამაყობდა მიხეილ სააკაშვილი, ხოლო დღეს ამაყობს ირაკლი ღარიბაშვილი“.

„როგორც ჩანს, „ნაცებსა“ და „ქოცებს“ მეგობრებიც ერთი ჰყავთ. სერიოზულ ნოტაზე რომ გადავიდეთ, მე მივმართავ პრემიერ-მინისტრს სადეპუტატო კითხვით და ვკითხავ ჰქონდა თუ არა მის მეგობარ ორბანთან საუბარი იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ყოფილი წარმომადგენლების, ყოფილი თანამდებობის პირების, კრიმინალების, როგორებიც არიან ოდიოზური ფიგურები ადეიშვილის, კოდუას თუ მისთანანის, საქართველოსთვის გადმოცემაზე, მოგეხსენებათ, რომ ორბანის მთავრობამ სწორედ მათ მიანიჭა თავის დროზე პოლიტიკური თავშესაფარი", - განაცხადა ბუჩუკურმა.

გარდა ამისა, ბუჩუკურმა რუსეთთან მიმართებით ხელისუფლების პოლიტიკაზე ისაუბრა და მას არაპრაგმატული და ანტიეროვნული უწოდა. ამასთან, მან კიდევ ერთხელ მოითხოვა ისრაელიდან ჩარტერული რეისი დანიშნოს ხელისუფლებამ იმ მოქალაქეებისთვის, ვისაც სურვილი აქვს ქვეყანაში დაბრუნების.

„ძალიან კარგია, რომ ჩვენს მოთხოვნას მხარს უჭერდნენ ჩვენი კოლეგები ოპოზიციიდან და ამ ჩვენს მოთხოვნას ისრაელიდან ჩარტერული რეისის დანიშვნასთან დაკავშირებით მთელი დღე იმეორებდნენ. დღესაც ვიმეორებთ ამ მოთხოვნას, რადგან ხელისუფლებას არაფერი გაუკეთებია საამისოდ. როცა პრემიერ ღარიბაშვილს და მის ოჯახს სჭირდება ჩარტერები უცბად ინიშნება, მაგრამ როცა მოქალაქეებს სჭირდებათ, ხელისუფლება სდუმს.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, ოკუპირებული რეჟიმის წარმომადგენლის ინალ არძინბას განცხადება, რომელიც საუბრობს ბელარუსთან გარკვეული სახის მოლაპარაკებებზე, რომლის მიზანი იქნება აფხაზეთის აღიარება და გარკვეული სახელმწიფოების კავშირის შექმნა. ეს არის იმ ანტი პრაგმატული პოლიტიკის შედეგი, რაც „ოცნების“ ხელისუფლებას აქვს. ამის შედეგია ისიც, რომ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ოკუპირებულ ტერიტორიაზე საზღვაო ფლოტი იქნას ბაზირებული, ანტი პრაგმატულია პოლიტიკა, როცა ლუკაშენკო ჩავიდა ოკუპირებულ აფხაზეთში და ამას საერთოდ რეაგირება არ მოჰყოლია, ელჩიც კი არ დაუბარებიათ. ანტი პრაგმატული პოლიტიკაა, როცა ყოველდღიურად გვაშორებენ ნატოს და ევროკავშირს. "ოცნების" ანტი პრაგმატული და ანტიეროვნული პოლიტიკის შედეგია ის, რასაც დღეს ვუყურებთ, იქნება ეს ოჩამჩირეში საზღვაო ფლოტის განთავსება, იქნება ინალ არძინბას განცხადება და ნებისმიერი შემდგომი მავნებლობა,"- განაცხადა ბუჩუკურმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა