ავთანდილ წულაძე - 3 + 3 ფორმატში მონაწილეობის შემთხვევაში, არც ჩანს და გაურკვეველია, რა სარგებელს მიიღებს საქართველო

რას შეიძლება უკავშირდებოდეს ახლა რაც ისრაელში ხდება, რამდენად შეძლებს ისრაელი გაუმკლავდეს პალესტინელების ფართომასშტაბიან ომს, რა კორექტივები შეიტანა ჰამასის ისრაელზე თავდასხმამ მსოფლიო პოლიტიკის დღის წესრიგში, სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პატრუშევის ვიზიტი და ისევ 3 + 3 ფორმატზე მსჯელობა, „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგსა და პოლიტტექნოლოგს, ავთანდილ წულაძეს ესაუბრა.

- ბატონო ავთანდილ, მას შემდეგ რაც ჰამასმა ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი თავდასხმები დაიწყო, დღევანდელ მსოფლიოში ეს თემა ყველაზე აქტუალურია.

მთელი მსოფლიო თვალს ადევნებს როგორ უმკლავდება ისრაელი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული ჰამასის შეტევებს. ვხედავთ, რომ ეს პროცესი ისრაელისთვის მეტ-ნაკლები წარმატებით კი მიმდინარეობს, მაგრამ, მსხვერპლიც დიდია, არა მარტო ისრაელის მოქალაქეებს შორის, არამდე ტერორისტებს შორისაც.

ახლა ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ჰამასის 7 ოქტომბერს გააქტიურება უკავშირდება არა მხოლოდ 50 წლის წინანდელ ომს, არამედ პრეზიდენტ პუტინის 70 წლის იუბილეს, რაშიც ბევრი გარკვეულ სიმბოლიზმსაც ხედავს.

ფაქტია ისიც, რომ ჰამასს მოსკოვთან ყოველთვის ახლო ურთიერთობები ჰქონდა და ამას არც ერთი მხარე არ მალავდა. სავარაუდოდ, რა შეიძლება ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ ჰამასი ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ გააქტიურდა?

- რაც შეეხება სიმბოლიზმს. სიმბოლიზმი არ შეიძლება იყოს ასეთი ფართომასშტაბიანი შეტევის საბაბი. ამ ტრაგიკულ ისტორიაში გარკვეული სიმბოლიზმი მედიისთვისაა გათვალისწინებული. რეალური საბაბი სხვა რამეში უნდა ვეძებოთ.

ის, თუ ვინ „შეუკვეთა“ ჰამასის შეტევა ისრაელზე, არ ვიცით და შესაძლოა კიდევ 20 წელი გავიდეს და ვერ გავიგოთ

რას შეეხება იმას, თუ ვისი ხელი ურევია იმაში, რაც ხდება. თუ გავიხსენებთ აშშ-ში 2001 წლის 11 სექტემბერს მომხდარს და ბინ ლადენს, დღემდე არაა გარკვეული რისთვის დასჭირდა ბინ ლადენს შეტევა. ეს დღემდე საიდუმლოდ რჩება. ასეა მიუხედავად იმისა, რომ მომხდარს დიდი შედეგები მოჰყვა. მხედველობაში მაქვს ორი ომი, მთელ მსოფლიოში ტერორიზმთან ბრძოლა და ასე შემდეგ. მაგრამ, დღემდე არ ვიცით რა იყო ბინ ლადენის მოქმედების მოტივაცია.

ამის მსგავს ისტორიას ვადევნებთ თვალს, მხედველობაში მაქვს ის, თუ ვინ „შეუკვეთა“ ჰამასის შეტევა ისრაელზე, არ ვიცით და შესაძლოა კიდევ 20 წელი გავიდეს და ვერ გავიგოთ.

ამიტომ, ჩვენ უნდა დაველოდოთ შედეგებს თუ როგორ განვითარდება პროცესი და რით დასრულდება იგი.

- ახლა ძალიან ბევრი პასუხგაუცემელი კითხვებია იმაზე, თუ როგორ გამოეპარა ისრაელის დაზვერვას ის, რომ ჰამასი ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადებოდა.

იმედია დროთა განმავლობაში მეტი გვეცოდინება. მაგრამ, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, რა პერსპექტივა უჩანს იმ პროცესებს, რაც დღეს ისრაელის წინააღმდეგ ჰამასის გააქტიურება ჰქვია?

- შეტევის მზადებაზე მოსადს ინფორმაცია კი ექნებოდა, მაგრამ, აქ პოლიტიკური გადაწყვეტილების პრობლემაა. ჩვენ დღეს ისიც არ ვიცით, რატომ არ დაუჯერა სტალინმა რიხარდ ზორგეს ომის დაწყების შესახებ მიწოდებული ინფორმაცია. იგივე სიტუაცია იყო 11 სექტემბერს შეტევის დაწყებასთან დაკავშირებით.

მაშინაც იყო ინფორმაცია, რომ ტერორისტები შეტევისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ, პოლიტიკოსებს არ სჯეროდათ, რომ ასეთი მასშტაბის შეტევა რეალურია. ბევრს არ სჯეროდა რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს დაიწყებდა. ამიტომ ეს უფრო პოლიტიკოსებს უფრო ეხება, ვიდრე სპეცსამსახურებს. სპეცსამსახურებს ასეთ მოძრაობებზე ყოველთვის აქვთ ინფორმაცია.

რაც შეეხება დაწყებული სამხედრო ოპერაციის შედეგებს. აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ თუ ისრაელმა საკმაოდ მოკლე დავაში დაასრულა სამხედრო ოპერაცია ტერორისტული ჯგუფის განადგურების, ვთქვათ, 2 კვირაში, შემდეგ დაიწყება პოლიტიკური პროცესი. საქმე ისაა, რომ ღაზას სექტორში მარტო ტერორისტები არ არიან. იქ უამრავი მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს.

თუ ისრაელმა საკმაოდ მოკლე დავაში დაასრულა სამხედრო ოპერაცია ტერორისტული ჯგუფის განადგურების, ვთქვათ, 2 კვირაში, შემდეგ დაიწყება პოლიტიკური პროცესი. საქმე ისაა, რომ ღაზას სექტორში მარტო ტერორისტები არ არიან. იქ უამრავი მშვიდობიანი მოსახლეობა ცხოვრობს

ისრაელი თანამედროვე დემოკრატიული ქვეყანაა, ამიტომ უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები. სამხედრო ოპერაციის შემდეგ დაიწყება პოლიტიკური პროცესი არსებული სიტუაციის მოსაგვარებლად. ამ პროცესში ჩაერთვება გაერო.

თუ მოხდა ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მასშტაბების გაზრდა, ამ კონფლიქტში ჩაერთო სხვა ქვეყნები, მაშინ შესაძლოა, ისეთი სცენარები განხორციელდეს რომ კონფლიქტი შესაძლოა კონტროლს აღარ დაექვემდებაროს.

- რაც შეეხება სხვა ქვეყნების ჩართავს. ეგვიპტემ ღაზას სექტორში მცხოვრებლებს თავის ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევს. ჰამასელების მიმართ არც არაბული სამყაროს სოლიდარობა ჩანს. ჩინეთიც კი და სხვა ქვეყნები აცხადებენ, რომ მხარს უჭერენ ისრაელს...

- ახლო აღმოსავლეთი ისეთი რეგიონია, არავის აწყობს ფართომასშტაბიანი ომის დაწყება. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში გადის სატრანსპორტო კორიდორები, აქ არის ნავთობის ძირითადი მარაგები, თუ ახლო აღმოსავლეთში დიდი ომი დაიწყო, ეს გამოიწვევს ისეთ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს, რომ 2008-2009 წლის ეკონომიკური კრიზისი მსუბუქ ამბად მოგვეჩვენება.

თუ ახლო აღმოსავლეთში დიდი ომი დაიწყო, ეს გამოიწვევს ისეთ მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს, რომ 2008-2009 წლის ეკონომიკური კრიზისი მსუბუქ ამბად მოგვეჩვენება

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთი წყვეტს მოლაპარაკებებს ისრაელთან ურთიერთობის ნორმალიზებასთან დაკავშირებით. პარალელურად კი, ევროკავშირი-ისრაელი-საუდის არაბეთი-ინდოეთის სატრანსპორტო დერეფნის დახურვა დაანონსა.

ისრაელში განვითარებული მოვლენების ფონზე, ინდოეთიდან ევროპაში ახალი სატრანსპორტო დერეფნის პროექტი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა.

ისრაელში განვითარებული მოვლენების ფონზე, ინდოეთიდან ევროპაში ახალი სატრანსპორტო დერეფნის პროექტი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა

- დამკვირვებელთა ნაწილის ვარაუდით, ჰამასის გააქტიურებაში რუსეთის ხელი ურევია. ასეც რომ იყოს, ამის მიზანი ალბათ ის იქნებოდა, რომ უკრაინა-რუსეთის თემა მსოფლიო დღის წესრიგის უმთავრესი საკითხი არ ყოფილიყო.

ისრაელში განვითარებული პროცესების ფონზე შეიძლება იმის თქმა, რომ დღეს უკრაინა აღარავის ახსოვს, ან მეორე პლანზეა გადასული?

- არა, ეს მხოლოდ ასე ჩანს. მედია ისე ფუნქციონირებს, რომ როდესაც რაღაც ხდება, მედიის ფოკუსი ახალ ამბავზეა გადატანილი. რამდენიმე კვირაში ეს თემაც ამოიწურება. ახლა მოჩვენებითი ეფექტი მართლაც ასეთია - უკრაინა ყველას დაავიწყდა. უკრაინაში მიმდინარეობს ყველაზე დიდი ფართომასშტაბიანი ომი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

იმის შედარება თუ რა ხდება უკრაინასა და ისრაელში არ შეიძლება. მასშტაბები სულ სხვაა. ამიტომ, მსოფლიოს რომც უნდოდეს უკრაინის ომს ვერ დაივიწყებს. ისრაელში ისეთი სისასტიკით ხდება რაც ხდება, ცხადია, მედია მას გვერდს ვერ აუვლის.

იმის შედარება თუ რა ხდება უკრაინასა და ისრაელში არ შეიძლება. მასშტაბები სულ სხვაა. ამიტომ, მსოფლიოს რომც უნდოდეს უკრაინის ომს ვერ დაივიწყებს. ისრაელში ისეთი სისასტიკით ხდება რაც ხდება, ცხადია, მედია მას გვერდს ვერ აუვლის

- სოხუმის ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა ინალ არძინმა ჰამასს სოლიდარობა გამოუცხადა. როგორც ჩანს, სოხუმი „ჰამასსა“ და "ჰესბოლას“ გარკვეულ წილად „ვალს უბრუნებს,“ რადგან 2008 წელს ჰამასმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი კი აცხადებს, რომ არაბული ლიგა პალესტინელ ხალხს მხარს დაუჭერს, მაგრამ, ჯერჯერობით, არ ჩანს, რომ არაბული სამყარო ჰამასს სოლიდარობას უცხადებს...

- ჩემი აზრით, არაბული ქვეყნების მთავრობები ელოდებიან შედეგს. მათ 2 კვირის განმავლობაში პაუზა ექნებათ აღებული. თუ ისრაელმა შეძლო პრობლემის იმ მხრივ გადაჭრა, რომ გაანადგურა ტერორისტული ორგანიზაციები, ამის შემდეგ დაიწყება პოლიტიკური პროცესი.

ამის შემდეგ, ვფიქრობ, რომ არაბული ქვეყნები აქტიურად ჩაერთვებიან პოლიტიკურ პროცესში და პოლიტიკურად დაიცავენ არაბ მოსახლეობას. თუ ისრაელის სამხედრო ოპერაცია ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა, მაშინ, არაბული სამყაროს რეაქცია სხვაგვარი იქნება.

თუ ისრაელის სამხედრო ოპერაცია ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა, მაშინ, არაბული სამყაროს რეაქცია სხვაგვარი იქნება

ვგულისხმობ იმას, რომ ამ პროცესში ჰესბოლა და ტალიბანი ჩაერთო, მაშინ სხვა სურათი იქნება. ჩემი დაკვირვებით, ისრაელ-ჰამასის დაპირისპირება ლოკალურ დაპირისპირებად უნდა დარჩეს. აქტიური ფაზა მალე დასრულდება და როდესაც დაიწყება პოლიტიკური პროცესი, მასში ჩაერთვება არაბული ქვეყნების ლიგა.

- სოხუმმა და მოსკოვმა ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. საქართველოს ხელისუფლებას ამ თემაზე სერიოზული პროტესტი არ გამოუთქვამს.

თუ ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებს მივადევნებთ თვალს, ჩანს, რომ ხელისუფლება სოხუმის და მოსკოვის ამ განაცხადს სერიოზულად არ განიხილავს.

რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ფლოტის გაჩენის პერსპექტივას ან სერიოზულ საფრთხედ არ განიხილავს, ან სერიოზულად არ ეწინააღმდეგება?

- საქართველოს არ აქვს საშუალება წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის გეგმებს. პრობლემა იმაშია, რომ დასავლეთის პოზიცია არ არის ჩამოყალიბებული. დავუშვათ, ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომ ვაპროტესტებთ მოსკოვსა და სოხუმის გეგმას ოჩამჩირეში საზღვაო ცენტის შექმნის შესახებ. მეორე ნაბიჯი როგორი შეიძლება გადაიდგას?

ახლა შავი ზღვა არის აზიიდან ევროპაში უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო დერეფანი. ომი რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, შავ ზღვაზეც მიმდინარეობს. ამიტომ შავი ზღვის ბასეინში კონკურენცია დიდია. შავ ზღვაზე წარმოდგენილია დასავლეთის ინტერესები, ასევე თურქეთი და, რა თქმა უნდა, რუსეთიც აქ არის.

ახლა შავი ზღვა არის აზიიდან ევროპაში უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო დერეფანი. ომი რომელიც უკრაინაში მიმდინარეობს, შავ ზღვაზეც მიმდინარეობს. ამიტომ შავი ზღვის ბასეინში კონკურენცია დიდია. შავ ზღვაზე წარმოდგენილია დასავლეთის ინტერესები, ასევე თურქეთი და, რა თქმა უნდა, რუსეთიც აქ არის

საქართველოც შავი ზღვის ქვეყანაა, მაგრამ, ჯერჯერობით, დასავლეთის პოზიცია ჩამოყალიბებული არ არის, რადგან თავისი რესურსი არ ყოფნის რომ თავისი რესურსი გამოიყენოს.

- ბრძანეთ, დასავლეთის პოზიცია ჩამოყალიბებული არ არისო. არადა ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ცენტის შექმნის თემას აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ბლინკენი გამოეხმაურა...

- ბლინკენმა კი გამოთქვა პროტესტი, მაგრამ მას არ უთქვამს, ვაშინგტონი რა სახით დაუჭერს მხარს საქართველოს თუ რუსეთთან ამ თემაზე პრობლემები გაგვიჩნდა.

საქართველოს რუსეთთან აქვს საერთო საზღვარი, მაგრამ არ აქვს უსაფრთხოების გარანტიები დასავლეთისგან. ასეთ სიტუაციაში საქართველოს არ აქვს საშუალება წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს.

- ცხადია, საქართველო რუსეთს რომ ომს ვერ გამოუცხადებს, მაგრამ, როცა მოსკოვი ამბობს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე საზღვაო ბაზის შექმნას უნდა, ამაზე ხმის ამოღებაზეა საუბარი...

- რა თქმა უნდა, დიპლომატიური თვალსაზრისით გარკვეული ნაბიჯებია გადასადგმელი, მაგრამ, ჩემი აზრით, ამ თემებზე დასავლეთის პოზიცია როგორია ეს უფროა მნიშვნელოვანი.

- მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი იმყოფებოდა საქართველოში, რომლის ფარგლებში ითქვა, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მოლაპარაკებების ფასილიტატორი საქართველო იქნება, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი პატრუშევი ბაქოში ჩავიდა.

ცნობილია, რომ პატრუშევი ბაქოში სხვა საკითხებთან ერთად 3 + 3 ფორმატის საკითხებზე იმსჯელებს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან.

მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა ყარაბაღის საკითხი აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის სასარგებლოდ გადაწყვიტა, სომხეთი რომის სტატუტს მიუერთდა, რომლის შემდეგაც პრეზიდენტ პუტინის სომხეთში იმის გამო, ვერ ჩავა, რომ წესით იგი სომხეთის ხელისუფლებამ უნდა დააკავოს. თქვენთან დაკავშირებამდე წავიკითხე ფაშინიანის განცხადება, რომ სომხეთი დსთ-ს დაგეგმილ სამიტზე ყირგიზეთში მონაწილეობას არ მიიღებს.

იმის ფონზე, რომ სულ უფრო ხშირად გვესმის მტკიცება, რომ რუსეთს სამხრეთ კავკასიაში პოზიციები აქვს დაკარგული, ასეთ ფონზე რას შეიძლება ნიშნავდეს მოსკოვის მხრიდან ბაქოში ისევ 3 + 3 ფორმატზე საუბარი?

- პატრუშევის ბაქოში ვიზიტის რეალური გეგმების დეტალებს ჩვენ არავინ გვეტყვის. მაგრამ, ფაქტია, რომ რუსეთი ცდილობს სამხრეთ კავკასიაში არ დაკარგოს ინიციატივა, მაგრამ, დღევანდელ ვითარებაში რამდენად შესაძლებელია ამ გეგმების განხორციელება, ძნელი სათქმელია.

რუსეთი ცდილობს სამხრეთ კავკასიაში არ დაკარგოს ინიციატივა, მაგრამ, დღევანდელ ვითარებაში რამდენად შესაძლებელია ამ გეგმების განხორციელება, ძნელი სათქმელია

საერთოდ, რუსეთი სამხრეთ კავკასიაში გავლენას რომ კარგავს, ვხედავთ, ყარაბაღის კონფლიქტის ისე დასრულება, როგორც დასრულდა, ამის დასტურია. შესაძლოა, ოჩამჩირის პორტში საზღვაო ცენტრის შექმნის იდეა, რუსეთისთვის გავლენის სიმბოლოების დაბრუნებას ემსახურება.

შესაძლოა, ოჩამჩირის პორტში საზღვაო ცენტრის შექმნის იდეა, რუსეთისთვის გავლენის სიმბოლოების დაბრუნებას ემსახურება

- როდესაც პირველად გაჩნდა ისევ 3 + 3 ფორმატის იდეა, მაშინ მცირე გამონაკლისის გარდა, ყველა ამბობდა, რომ 3 + 3 ფორმატში საქართველოს მონაწილეობა არაფრისმომცემი იყო, რადგან, ქვეყანას გაცხადებული ჰქონდა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებაა მისი მიზანი.

იმ რეალობაში, რომელშიც ვართ, საქართველოსთვის რა იქნებოდა უკეთესი, ამ ფორმატში მონაწილეობა თუ არმონაწილეობა?

- საქართველოსთვის 3 + 3 ფორმატში მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშაა. ასეა იმის გამო, რომ 3 + 3 ფორმატში მონაწილეობის შემთხვევაში, არც ჩანს და გაურკვეველია რა სარგებელს მიიღებს საქართველო.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა