ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაში „სახელმწიფო აფთიაქის შექმნისა“ და სახელმწიფოს ფარმაცევტულ სფეროსთან კონკურენციაში შესვლის საფრთხეს ხედავს

ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივაში „სახელმწიფო აფთიაქის შექმნისა“ და სახელმწიფოს ფარმაცევტულ სფეროსთან კონკურენციაში შესვლის საფრთხეს ხედავს.

"წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა, სადაც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის წარმომადგენლები, კანონის მიღების შემთხვევაში, გარკვეულ პრობლემებზე საუბრობდნენ.

როგორც ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციის ხელმძღვანელი, ილონა კოკიაშვილი აცხადებს, სახელმწიფო, რომელიც ინოვაციურ მედიკამენტებთან ერთად, არა ინოვაციური მედიკამენტების შესყიდვასაც აპირებს, ფაქტობრივად „სახელმწიფო აფთიაქის შექმნაა“ და ამით ის ფარმაცევტულ სფეროსთან პირდაპირ კონკურენციაში შედის.

„თუ ჩვენ თავად განმარტებით ბარათს ჩავხედავთ, რომელიც განმარტავს ყველა იმ ჩანაფიქრს, რაც, ამ ეტაპზე, აქვს სამინისტროს, ძალიან საშიში ფაქტის წინაშე ვდგებით. ჩანაწერს, ფაქტობრივად, ერთი წინადადება აკლია, რომ სამინისტრო აპირებს რაღაც სახელმწიფო აფთიაქის შექმნას და გადადის გეგმურ მართვაზე. კომპანიასთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია. ჩვენი ინფორმაციით, უკვე არსებობს კონკრეტული სიები, რომელზეც მიდის მოლაპარაკება, მათ შორის, განიხილება არაინოვაციური მედიკამენტებიც. რატომ არის განმარტებით ბარათში მითითებული, რომ ინოვაციური მედიკამენტების გარდა, თქვენ აპირებთ ამავე კომპანიის სხვა მედიკამენტების შემოტანას? ეს ხომ პირდაპირ კონკურენციაში შემოსვლაა, თუნდაც მთელ სააფთიაქო სისტემასა და ჩვენს სექტორთან. ანუ ჩვენ არაკონკურენტულ გარემოში ვვარდებით სახელმწიფოსთან. გამოდის, რომ სახელმწიფო პირდაპირ კონკურენციაშია დარგთან. დღეს ეს შეიძლება შეეხოს ონკოლოგიის პროგრამას, ხვალ ეს გავრცელდება სხვა პროგრამაზე, ზეგ სხვაზე და ანუ რა გამოდის? ჩვენი დარგი, ფაქტობრივად, ჩერდება. რა უნდა ვუყოთ იმ ნაშთებს, რომლებიც უკვე მილიონობით აქვს კომპანიებს შემოტანილი? რას ვუშვებით? ჩვენ 1-ელი ნოემბრიდან ან 1-ელი დეკემბრიდან, ფაქტობრივად, ფაქტის წინაშე ვდგებით, რა გავუკეთოთ მილიონიან ნაშთებს?!“- განაცხადა ილონა კოკიაშვილმა.

ილონა კოკიაშვილს, კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უპასუხა და აღნიშნა, რომ ბაზარზე მართული შესვლის შეთანხმება ინოვაციურ მედიკამენტებს შეეხება, თუმცა სხვა მედიკამენტებთან მიმართებით, ეს ამ მექანიზმის არაპირდაპირი ეფექტია.

„რას ნიშნავს ინოვაციურ პროდუქტთან ერთად კიდევ სხვა პროდუქტების შესყიდვა? ეს მექანიზმი, ბაზარზე მართული შესვლის შეთანხმება ინოვაციურ მედიკამენტებს შეეხება. რაც შეეხება სხვა მედიკამენტებს, ეს არის არაპირდაპირი ეფექტი ამ მექანიზმის, როდესაც ქვეყანა მწარმოებელთან მოლაპარაკებას აწარმოებს ძვირადღირებულ მედიკამენტებზე. აქ არ არის საუბარი 10-20 ლარიანზე, აქ არის საუბარი მედიკამენტებზე, რომლებიც, წლის განმავლობაში, შესაძლოა, თითოეული პაციენტისთვის ნახევარი, ერთი მილიონი ღირდეს. აქ მწარმოებელი მეტად დაინტერესებულია ფასდათმობა გააკეთოს სხვა მედიკამენტებზე, რომელიც სტანდარტული შესყიდვის პირობების ფარგლებშია შესყიდული. ეს არ არის მართული შესვლის შეთანხმების ნიშანი, ეს ფოკუსირებულია მხოლოდ ინოვაციურ მედიკამენტებზე. ეს მედიკამენტები, რომელიც ამ გზით უნდა იყიდოს სახელმწიფომ, მათი შესყიდვა აქამდეც სახელმწიფოს მიერ ხდებოდა. იშვიათი დაავადებების მედიკამენტები ბაზარზე სად გახსენდებათ რომ გვაქვს? კიბოს საწინააღმდეგო მედიკამენტებს სახელმწიფო იყიდის და იყიდის იმ ფასად, რა ფასიც იქნება პაციენტისთვის სასარგებლო და სიცოცხლის გადამრჩენელი“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, ცვლილება "წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ" კანონში და ასევე "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" კანონში შედის, რაც სახელმწიფოს აძლევს შესაძლებლობას, შეიძინოს ინოვაციური (ახალი ორიგინალური) ფარმაცევტული პროდუქტი სპეციალური პირობებით, მწარმოებელთან ან სავაჭრო ლიცენზიის მფლობელთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა