იაგო ხვიჩია - როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ თავის სტუმარს არ ახვედრებს სხვა ოპოზიციურ პარტიებს - საჯაროდ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჰერმან საბოს უნდოდა თავის ისტორიული სამშობლოს პრეზიდენტთან შეხვედრა

როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ თავის სტუმარს არ ახვედრებს სხვა ოპოზიციურ პარტიებს - საჯაროდ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჰერმან საბოს უნდოდა თავის ისტორიული სამშობლოს პრეზიდენტთან შეხვედრა, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ვიქტორ ორბანის ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას მხარს უჭერს, საპატიო სტუმარია, თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ორბანის მხარდაჭერა "კარგად დაცდილი არაა" და ამის მაგალითი წინა ხელისუფლებაა.

"ვიზიტის მნიშვნელობაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა სხვა ქვეყნის პრეზიდენტი ჩამოდის, რომ უგულშემატკივროს საქართველოს ევროინტეგრაციისკენ სწრაფვას, სხვა ცოდვების მიუხედავად, ჩვენთვის საპატიო სტუმარი უნდა იყოს.

ძალიან გვინდოდა ჰერმან საბო, როგორც ძირძველი უნგრელი შეგვეხვედრებინა თავის წარმოშობის სამშობლოს პრეზიდენტთან, მაგრამ არ გამოგვივიდა. როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" თავის სტუმარს არ ახვედრებს სხვა ოპოზიციურ პარტიებს. საჯაროდ არაერთხელ გვითქვამს, რომ საბოს უნდოდა თავის ისტორიული სამშობლოს პრეზიდენტთან შეხვედრა, მაგრამ გამოხმაურება არ ჰქონია, როგორც ჩანს, პროტოკოლი სათვისტომოს ნახვას არ ითვალისწინებს.

მე მგონი, ორბანზე ფსონის დადების მაგალითი წინა ხელისუფლებამ დანერგა ამ ქვეყანაში და არ დასრულდა მაინც და მაინც კარგად. ახლა, მგონი, სხვა საქმეზეა ბატონი ორბანი ჩამოსული, მაგრამ [საქართველოში] ხელისუფლებებისთვის კარგად არ არის დაცდილი მისი ჩამოსვლა და მხარდაჭერა, ესეც არ უნდა დაგვავიწყდეს,"- განაცხადა ხვიჩიამ.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა