ირაკლი ქადაგიშვილი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე საუბარი ადვილია, მაგრამ როცა ქვეყანა ოკუპაციის ქვეშაა და ამის გამო კიდევ ბევრი მავნებლობა შეიძლება მოხდეს, ასეთი განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული

ნატოს ქოლგის ქვეშ და ევროკავშირის ფინანსურ-ეკონომიკური ბალიშის ქვეშ დაცულებისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე საუბარი ადვილია, მაგრამ როცა ქვეყანა ოკუპაციის ქვეშაა და ამის გამო კიდევ ბევრი მავნებლობა შეიძლება მოხდეს, ასეთი განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ არის მიმართული, - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

ქადაგიშვილის შეფასებით, როცა ქვეყნის რეალური მხარდაჭერა გინდა, ამის ნათელი მაგალითი უნგრეთის პრემიერი ვიქტორ ორბანი და მისი გზავნილებია.

“ვიცით აქტორები, რომლებიც დღენიადაგ იმისთვის იბრძვიან, რომ საქართველო რამენაირად დასანქცირდეს და ზიანი მიადგეს. სხვათა შორის, თუ ეს ადამიანები ადრე უფრო შეფარულად საუბრობდნენ და მათი გამონათქვამები პირდაპირ ანტიქართულ განცხადებებზე არ მიუთითებდა, დღეს მათ პირდაპირ განაცხადეს საქართველოში გარკვეული პირების დასანქცირების თაობაზე. ის თუ რატომ, რა მიზეზით, ამას არავინ ხსნის - მთავარია, რომ ამით ქვეყნის რეპუტაციას ზიანი მიადგება. პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შემოიღოს - ეს სულ მცირე ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გაყინვას და მინუს 10%-იან ვარდნას ნიშნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესია კიდევ უფრო გაიზრდება და ეს იმ პირობებში, როცა საქართველო არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის