რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილა

მისასალმებელია, პარლამენტში გაზრდილი ბიუჯეტის განხილვა. ეს, რა თქმა უნდა, მთავრობის წარმატებული საქმიანობის მაჩვენებელია. მიუხედავად იმ ქაოსისა და სამწუხარო მოვლენებისა, რომლებიც ჩვენს რეგიონში და ზოგადად მსოფლიოში ტრიალებს, ჩვენმა მთავრობამ მოახერხა და პარლამენტში გაზრდილი ბიუჯეტით შემოვიდა, - ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, კახა კახიშვილმა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, სწორი პოლიტიკის დაგეგმვის ფარგლებში, საქართველოში პენსიების და სოციალური პაკეტის გაძლიერება ხდება.

„ასევე, მისასალმებელია მთავრობის ახალი ინიციატივა ახალი სკოლების აშენების და რეაბილიტაციის თაობაზე. განათლება არის ნომერ პირველი, რაც ჩვენი შვილებისთვის შეგვიძლია გავაკეთოთ. კარგი განათლების გარეშე შეუძლებელია ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობა და ქვეყნის განვითარება. წლიდან წლამდე სახელმწიფო საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ცდილობს, რომ მოსახლეობას პრობლემების მოგვარებაში ხელი შეუწყოს და დაეხმაროს“, - აღნიშნა კახა კახიშვილმა.

„ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტის პროექტზე, კომიტეტის სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა.

მომხსენებელმა კომიტეტს მომავალი წლის ბიუჯეტის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები, მისი საშემოსავლო და ხარჯვითი ნაწილი და დაგეგმილი საპროგნოზო მაჩვენებლები გააცნო.

ბიუჯეტიდან სხვადასხვა სახელმწიფო უწყების დაფინანსების შესახებ ინფორმაციის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსებაზე გაამახვილა.

გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, 2024 წლისთვის სამინისტროს დაფინანსებისთვის 3 350.9 მლნ. ლარის გამოყოფა იგეგმება. მათ შორის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებებზე 1 933,6 მლნ. ლარი, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციაზე - 530 მლნ. ლარი, მყარი ნარჩენების მართვის პროგრამაზე - 65 მლნ. ლარი, ხოლო ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე - 150 მლნ. ლარი გამოიყოფა.

კომიტეტის სხდომაზე მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ვახტანგ ბაჩიაშვილმა „ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი წარადგინა. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი ამნისტიის საფუძველზე, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან იმ პირთა გათავისუფლებას ითვალისწინებს, რომლებმაც 2023 წლის 1 სექტემბრამდე, დანაშაულებრივი გზით, მოიპოვეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება და მათი ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე ან/და 362-ე მუხლებით კვალიფიცირდება.

კანონპროექტთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებმა მოსაზრებები და წინადადებები გამოთქვეს“, - ნათქვამია პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა