ირაკლი ფავლენიშვილი - როგორ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი რომელიმე არაფორმალური მმართველის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ექვემდებარებოდეს?! ის მსხვილი კალიბრის პოლიტიკური ლიდერია

შეიძლება პიარულად აწყობდეს ვინმეს ამის თქმა, მაგრამ როგორ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტილებებს ექვემდებარებოდეს, მიღებულს რომელიმე არაფორმალური მმართველის მიერ? - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ ირაკლი ფავლენიშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ხომ არ მიიღო დავით კეზერაშვილთან ურთიერთობამ არაფორმალური მმართველობის ფორმა.

როგორც ფავლენიშვილმა განმარტა, დავით კეზერაშვილი არის ადამიანი, რომელიც ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას და არის დაინტერესებული არსებული რეჟიმის დემონტაჟით და ამ მიზნის მისაღწევად ეკონტაქტება ყოფილ თანაპარტიელებსა და მეგობრებს.

ამის შესახებ ფავლენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ ისაუბრა, სადაც პარტიის ლიდერების კვიპროსში ვიზიტის თემასაც შეეხო.

„შეთქმულების თეორიები ხშირად გაგვიგია „ოცნების“ მხრიდან, ბოლოს და ბოლოს სახელმწიფო გადატრიალებებს ისინი ყოველწლიურად აანონსებენ, რომ იძიებენ და შემდეგში ეს გამოძიებები არაფრით სრულდება. ამის თქმა იმიტომ მსურს, რომ თითოეულ საკითხთან დაკავშირებით არსებობს ხოლმე „ოცნების“ მხრიდან პროპაგანდისტული ნიაღვარი. ამ შემთხვევაშიც დავით კეზერაშვილი შეიძლება ვიღაცისთვის იყოს „ოცნების“ პროპაგანდის მიერ შექმნილი ხატივით, როგორც ადამიანი, რომელიც მართავს პროცესებს, რომელიც არის არაფორმალური მმართველი, მაგრამ სინამდვილეში, ეს არის ადამიანი წლების განმავლობაში ვერ ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას. რაც შეეხება არაფორმალურ მმართველობას, ამას ვერ მივიღებდით იმიტომ, რომ თუ ვინმეს ჰგონია, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პარტიაში არსებობენ არაფორმალური მმართველები, კეზერაშვილი კი არა, ნებისმიერი რომ იყოს, ის ძალიან ცდება. შეიძლება პიარულად აწყობდეს ვინმეს ამის თქმა, მაგრამ როგორ შეიძლება მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტილებებს ექვემდებარებოდეს, მიღებულს რომელიმე არაფორმალური მმართველის მიერ? მიხეილ სააკაშვილი საქართველოსა და „ნაცმოძრაობაში“ კი არა, მთელს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და მსხვილი კალიბრის პოლიტიკური ლიდერია და არ დამორჩილებია გეოპოლიტიკურ სიტუაციებში რუსული იმპერიის ნება-სურვილებს“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

რაც შეეხება გავრცელებულ დაუდასტურებელ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოსტზე ლევან ხაბეიშვილის ნიკა გვარამიას კანდიდატურით ჩანაცვლება იგეგმება, ფავლენიშვილმა განმარტა, რომ არ არსებობს გარემოება, რომელიც მაღალი ლეგიტიმაციით არჩეულ ლევან ხაბეიშვილს თანამდებობა დაატოვებინებს.

„ლევან ხაბეიშვილი არის ძალიან მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული თავმჯდომარე. არ არსებობს გარემოება, რაც იმის საფუძველი იყოს, რომ ამ ადამიანმა თანამდებობა დატოვოს. პოლიტიკაა და საქართველოში კი არა, ნებისმიერ ქვეყანაში არსებობს ჭორები ამ ჭორების რაღაც ნაწილი შეიძლება ოდესმე გამართლდეს, დიდი ნაწილი არ გამართლდება - ლევან ხაბეიშვილს არ უქადის არაფერი, მით უმეტეს, უახლოეს მომავალში, თანამდებობის დატოვება“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა