ხატია დეკანოიძე - პრემიერის ოჯახი სარგებლობს პრივილეგიით, ჩარტერი ნებისმიერ დროს გამოიყენოს, ისრაელში ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ეს პრივილეგია, რომელიც უსაფრთხოებისთვის სჭირდებათ

პრემიერის ოჯახი სარგებლობს პრივილეგიით, ჩარტერი ნებისმიერ დროს გამოიყენოს, ისრაელში ჩვენს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ეს პრივილეგია, რომელიც სჭირდებათ უსაფრთხოებისთვის, - ამის შესახებ ფრაქცია „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია, საქართველომ იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე, როგორც ამას აკეთებს პოლონეთი, კანადა, აშშ და სხვა ქვეყნები.

„მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო ისრაელის სახელმწიფოს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას ესმოდეს, რომ ტერორისტების შენდობა არ არსებობს, რა თქმა უნდა, ისრაელს აქვს ყველანაირი უფლება, დაიცვას საკუთარი თავი, საკუთარი მოსახლეობის უსაფრთხოება და გაანადგუროს ტერორისტები. რაც შეეხება ჩარტერებს, პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მაშინ, როცა პრემიერის ოჯახი სარგებლობს პრივილეგიით ჩარტერი ნებისმიერ დროს გამოიყენოს, საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ისრაელში არიან, უნდა ჰქონდეთ ეს პრივილეგია, რომელიც სჭირდებათ უსაფრთხოებისთვის და საკუთარი უფლებებისთვის. აუცილებელია, საქართველოს სახელმწიფომ იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე, როგორც ამას აკეთებს პოლონეთი, კანადა, აშშ და სხვა ქვეყნები, რომლებიც ზრუნავენ საკუთარ მოქალაქეებზე”, - განაცხადა დეკანოიძემ.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის