პარტიებმა „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საზოგადოებასა და მედიას პროექტი „მონა.ჯი“ გააცნეს

პარტიებმა „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საზოგადოებასა და მედიას პროექტი „მონა.ჯი“ გააცნეს. ინფორმაციას „დროა“ ავრცელებს.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ინიციატივის მიზნებია, „საქართველოში არსებული რუსული რეჟიმის მონურ მორჩილებასა და სამსახურში მყოფთა მხილება და მათი ვინაობების გასაჯაროება; მხილებული ადამიანების ვინაობების შენახვა ციფრულ ფორმატში (www.mona.ge) მომავალი თაობებისთვის როგორც ხალხის, რომლებიც ქვეყნის ისტორიის ამ მნიშვნელოვან და მძიმე პერიოდში, სხვადასხვა ფორმითა და ფუნქციით, რუსული რეჟიმის სამსახურში იდგნენ; ასევე ამ ადამიანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის დასავლეთის ქვეყნებში გაქცევისა და თავშესაფრის მიღებისთვის მაქსიმალურად ხელის შეშლა“.

„ვინ მოხვდება www.mona.ge-ზე სპეციალური საბჭო გადაწყვეტს, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის, სამოქალაქო სექტორისა და მედია ორგანიზაციებისგან იქნება დაკომპლექტებული.

პრობლემა: საქართველოში დღეს ჩამოყალიბებული რუსული მმართველობის სისტემა ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ეყრდნობა ადამიანებს, რომლებიც მზად არიან, გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ან იძულების გამო, დააორგანიზონ ან მონაწილეობა მიიღონ ისეთ ქმედებებში როგორებიცაა: უკანონო თვალთვალი/მიყურადება; საარჩევნო ხმების ყიდვა; მოქალაქეებზე ზეწოლა საარჩევნო ხმების ორგანიზების მიზნით; სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემა; ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტების დევნა; მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა, ცემა, დაჯარიმება, დაპატიმრება; მშვიდობიან მოქალაქეებსა პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური ძალადობა; ანტი-დასავლური კამპანიის წარმოება; ბოტების მეშვეობით ყალბი რეალობის შექმნა და/ან დეზინფორმაციის გავრცელება; ძალადობის წახალისება; კორუფციული გზებით სახელმწიფო ტენდერების მოგება და შემდეგ მიღებული ფულის ნაწილით რუსული რეჟიმის დაფინანსება და სხვა მრავალი.

ასეთ ადამიანებზე დგას სისტემა. ძალადობა, შანტაჟი, მოსყიდვა საზოგადოებრივი აზრით მანიპულირება - ასე ხდება ძალაუფლებისთვის საჭირო საარჩევნო ხმების მობილიზება. ეს ადამიანები, ვინც ამ ყველაფერს ასრულებენ, ჩვენს გვერდით ცხოვრობენ, უშუალო მონაწილეობას იღებენ ამ ყველაფერში და ყოველდღიური რეჟიმით მინიმალური დისკომფორტის გარეშე იმავეს კეთებას აგრძელებენ.

ვინ არის პროექტის სამიზნე: სუს-ის ყველა თანამშრომელი; პოლიციის ის თანამშრომლები, რომლებიც ბრძანებას გასცემენ ან მონაწილეობას იღებენ მშვიდობიანი, რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ან რუსული გავლენის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავებაში, ცემაში, ცრუ ჩვენებების მიცემაში; ყველა ვინც მონაწილეობას იღებს რუსული რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში; პროკურატურის ის თანამშრომლები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ გ) პუნქტში აღწერილ პროცესში; მოსამართლეები, რომლებიც რუსული რეჟიმის დაკვეთებს ასრულებენ გ) პუნქტში აღწერილ პროცესში; მოძალადე ჯგუფების ორგანიზატორები, ხელმძღვანელები, წევრები, რომლებსაც რუსული რეჟიმი იყენებს პოლიტიკური ოპონენტების თუ სამოქალაქო ჯგუფების წინააღმდეგ; ბოტების სისტემის უკან მდგომი ორგანიზატორები, ხელმძღვანელები და ცალკეული ინდივიდები რომლებიც ასრულებენ ბოტების ფუნქციას;

საჯარო სტრუქტურების, სსიპ/ააიპ-ების, სახელმწიფო სტრუქტურების ის თანამშრომლები, რომლებიც სოც. ქსელებში ბოტების ფუნქციას ასრულებენ, თავს ესხმიან პოლიტიკურ ოპონენტებს, ჩართული არიან ანტი-დასავლურ კამპანიაში, ახალისებენ ძალადობას და მონაწილეობას იღებენ მასში; ნებისმიერი ,,ექსპერტი’’, ,,ჟურნალისტი’’, მედია მფლობელი ან მედიის მმართველი, რომელიც პირდაპირ თუ ირიბად ანტი-დასავლურ კამპანიაშია ჩართული ან ახალისებს ძალადობას პოლიტიკური ოპონენტების თუ საზოგადოებრივი ჯგუფების წინააღმდეგ; ნებისმიერი საქართველოს მოქალაქე, რომელიც დასავლეთის რომელიმე ქვეყანაში იმყოფება და იქიდანაა ჩართული ანტი-დასავლურ კამპანიაში, აფინანსებს ან ახალისებს ძალადობას პოლიტიკური ოპონენტების თუ საზოგადოებრივი ჯგუფების წინააღმდეგ; ,,ბიზნესის“ მფლობელები, რომლებიც კორუფციული გზებით იგებენ ტენდერებს და შემდეგ ფულის ნაწილს აბრუნებენ „ქართული ოცნების“ პარტიულ ყულაბაში; სასულიერო პირები, რომლებიც ახალისებენ ძალადობას სხვადასხვა სოციალური თუ პოლიტიკური ჯგუფების მიმართ და/ან ჩართული არიან ანტიდასავლურ კამპანიაში.

რას ითვალისწინებს პროექტი: გაშვებულია სპეციალური ვებ გვერდი (www.mona.ge), ორ ენაზე (ქართული, ინგლისური), სადაც ყოველდღიური რეჟიმით მხილებული ადამიანების შესახებ ინფორმაცია განთავსდება; გაშვებულია ვებგვერდის შესაბამისი ფბ გვერდი, სადაც იგივე ინფორმაცია განთავსდება; შექმნილია სპეციალური საბჭო, რომელიც სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის, სამოქალაქო სექტორისა და მედია ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან შედგება, რომელიც მიიღებს გადაწყვეტილებებს კონკრეტული პირების მხილების შესახებ; ყოველკვირეული რეჟიმით, სპეციალურ ბრიფინგზე მოხდება ამ ადამიანების ვინაობებისა და მათი საქმიანობის გასაჯაროება; მხილებული ადამიანების სია ყოველთვიურ რეჟიმში გადაეგზავნებათ დასავლეთის ქვეყნების საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ მისიებს; იგივე სია, ყოველთვიურ რეჟიმში, გადაეგზავნებათ დასავლეთის ქვეყნების საემიგრაციო სამსახურებს“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა