ისრაელის ელჩი - „ჰამასმა“ აჩვენა თავისი რეალური სახე - სისხლისმსმელი ორგანიზაცია უკონტროლო ჯგუფებით, რომელიც მსგავსია „ისლამური სახელმწიფოსი“ - ტერორიზმს გამართლება არ აქვს!

„ჰამასმა“ აჩვენა თავისი რეალური სახე - სისხლისმსმელი ორგანიზაცია უკონტროლო ჯგუფებით, რომელიც მსგავსია „ისლამური სახელმწიფოსი” - ამიტომ ამ დროს მკაფიო უნდა ვიყოთ და ცხადი ჩვენს მხარდაჭერაში ისრაელისადმი, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც სჭირდება თავისი მოქალაქეებისა და ქვეყნის დასაცავად, - ამის შესახებ ისრაელის ელჩმა ჰადას მეიცადიმ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ის სიტყვით გამოდის.

მისი თქმით, ტერორიზმს გამართლება არ აქვს და „ჰამასი“ სარჩულად ვერანაირ საბაბს ვერ გამოიყენებს.

ისრაელის ელჩმა კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებისთვის ისრაელში არსებული ვითარების სიმძიმის დემონსტრირებისთვის აუდიოჩანაწერი ჩართო, სადაც ისრაელის მოქალაქე ქალბატონი თავისი შვილების გატაცების ამბავს ჰყვება და ითხოვს, რომ შვილების პოვნაში დაეხმარონ.

„მათ აჩვენეს თავიანთი რეალური სახე - სისხლისმსმელი ორგანიზაცია უკონტროლო ჯგუფებით, რომელიც მსგავსია „ისლამური სახელმწიფოსი“. მათ ამოძრავებთ სიძულვილი, სურვილი აქვთ გაანადგურონ ჩვენი მოქალაქეები და გაანადგურონ ისრაელის სახელმწიფო. „ჰამასს“ არ აინტერესებს არც ღაზას ხალხის უსაფრთხოება და არც მათი კეთილდღეობა, ისინი უბრალოდ იყენებენ მათ, რომ ჩვენი მოქალაქეები დააზიანონ. ეს არის ომი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს არის ახალი ისრაელის მოქალაქეებისთვის. ფაქტობრივად, 100 წელია ვრცელდება ანტისემიტიზმი და გენოციდი ებრაელი ხალხის. ამიტომ ამ დროს მკაფიო უნდა ვიყოთ და ცხადი ჩვენს მხარდაჭერაში ისრაელისადმი, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც სჭირდება თავისი მოქალაქეებისა და ქვეყნის დასაცავად. არანაირი გამართლება არ აქვს ტერორიზმს, ვერანაირ საბაბს ვერ გამოიყენებენ სარჩულად“, - განაცხადა ისრაელის ელჩმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა