ბექა ოდიშარია - გავეშებულია რუსეთი, ფრთხილად უნდა ვიყოთ - კარგი იქნება, თუ ოპოზიცია პირს მომუწავს

გავეშებულია რუსეთი, ფრთხილად უნდა ვიყოთ - კარგი იქნება, თუ ოპოზიცია პირს მომუწავს,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ოდიშარიამ ოჩამჩირეში რუსეთის საზღვაო სამხედრო ძალების მუდმივი განთავსების საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

ოდიშარია აცხადებს, რომ ოპოზიციას სურს კიდევ მეტი ოკუპაცია განახორციელოს რუსეთმა, „ქართული ოცნება" დააზიანონ და დაიბრუნონ ხელისუფლება, რადგან სხვა შანსი მათ არ აქვთ“.

„მე მახსოვს ყველა ომი, რომელიც გადაგვხდა. საფრთხეს, როგორსაც ვხედავდი 1991-92 წლებში, მომდევნო წლებში, 2008 წელს და ახლა განსაკუთრებულს, რადგან გავეშებულია აბსოლუტურად რუსეთი, ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად და გამოვიბათ ასი ყური და ასი თვალი, რომ რამე არ გამოგვრჩეს. კარგი იქნება, თუ ოპოზიცია პირს მომუწავს და არ შეუწყობს ხელს იმას, რომ რუსეთის ფედერაციას რაიმე საბაბი ჰქონდეს დამატებითი აგრესიისთვის. რაც აგრესია განვიცადეთ, მატერიალური, მორალური, ფიზიკური, უნდა ვიკმაროთ და პირიქით დავატრიალოთ ბორბალი, ამას აკეთებს „ქართული ოცნება",- განაცხადა ოდიშარიამ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში