ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი მთავრობის სწორი, პრაგმატული და პატრიოტული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში გვაქვს ერთადერთი უპრეცედენტო მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი

2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების, ჩვენი მთავრობის სწორი, პრაგმატული და პატრიოტული პოლიტიკის შედეგად დღეს ქვეყანაში გვაქვს ერთადერთი უპრეცედენტო მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის მთავრობის მეთაურთან ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, საქართველომ ამ ყველაფერს მიაღწია იმ საკმაოდ რთულ დროს, როდესაც გეოპოლიტიკური ვითარება შეცვლილია ევროპის მთელს კონტინენტზე.

„რა თქმა უნდა, დღეს საქართველო იმყოფება საკმაოდ რთულ ვითარებაში. გეოპოლიტიკური ვითარება არის ძალიან შეცვლილი საქართველოში და განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე, მას შემდეგ, რაც დაიწყო უკრაინაში ომი. იცით, რომ ომი ჩვენს ქვეყანაში იყო 2008 წელს, რამაც განაპირობა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია რუსეთის მიერ. 2012 წლიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების, ჩვენი მთავრობის სწორი, პრაგმატული და პატრიოტული პოლიტიკის შედეგად, დღეს ქვეყანაში გვაქვს ერთადერთი უპრეცედენტო მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი, რამაც მოიტანა კონკრეტული, ხელშესახები, ძლიერი ეკონომიკური აღმასვლა და კეთილდღეობა მოუტანა ჩვენს ხალხს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა