ალუდა ღუდუშაური - საერთაშორისო საზოგადოებას და ცივილიზებულ სამყაროს უფრო მეტი აქვს გასაკეთებელი და არა ისე, რომ უკან მიდევნებული ლამპარივით უხდებოდეს რაღაცების კეთება რუსეთთან მიმართებით

საერთაშორისო საზოგადოებას და ცივილიზებულ სამყაროს კიდევ უფრო მეტი აქვს გასაკეთებელი და არა ისე, რომ უკან მიდევნებული ლამპარივით უხდებოდეს რაღაცების კეთება რუსეთთან მიმართებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი ბაზის განთავსების საკითხს გამოეხმაურა.

ღუდუშაური მიიჩნევს, რომ ხელისუფლებას არ აქვს შემგუებლური პოლიტიკა და მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს იყენებს საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობით.

„მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი ეფექტურობა მართებს და ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოებას და ცივილიზებულ სამყაროს კიდევ უფრო მეტი აქვს გასაკეთებელი და არა ისე, რომ უკან მიდევნებული ლამპარივით უხდებოდეს რაღაცების გაკეთება რუსეთთან მიმართებით. დროა, მკაფიოდ იქნეს დაფიქსირებული ის პოზიცია, რაც საქართველოსთან მიმართებით არის, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მორგ ჯერზე ხდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან ასეთი მიუღებელი, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების პირდაპირ მკაფიო... ოკუპაციის იქით შეუძლებელია რაიმე იყოს, მაგრამ ჩვენ არ შევეგუებით და ვერ გვექნება ვერანაირი შემგუებლური პოზიცია, ყველა ჩვენს ხელთ არსებულ ხერხს და რესურსს გამოვიყენებთ, მაგრამ ცალსახაა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ეთქმის კიდევ უფრო მეტი საბოლოო სიტყვა. ვერ გვექნება იმაზე საუბარი, რომ სამხედრო გზით შევეცდებით ამის შეპასუხებას, მაგრამ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა საერთაშორისო რესურსს გამოვიყენებთ,"- განაცხადა ღუდუშაურმა.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ