ვახტანგ ძაბირაძე - „ქართული ოცნება“ აშშ-ს ახალ ელჩს სავარაუდოდ, დითირამბებით არ შეხვდება

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლებას საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩის, რობინ დანიგენის მიმართ ისეთივე დამოკიდებულება ექნება, როგორც მის წინამორბედ კელი დეგნანთან. როგორც ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, სავარაუდოდ, „ქართული ოცნება“ რობინ დანიგენს დითირამბებით არ შეხვდება.

„არ მგონია, ახალმა ელჩმა რადიკალურად შეცვალოს პოზიციები. ველოდები, რომ „ქართული ოცნების“ დამოკიდებულება ახალი ელჩის მიმართ იქნება განმსაზღვრელი, თუ რა პოზიცია ექნება მას. ვფიქრობ, საქართველოს ხელისუფლება ისეთივე სტილში გააგრძელებს მასთან ურთიერთობას, როგორც კელი დეგნანთან ჰქონდა, შეიძლება ცოტა უფრო რბილად, მაგრამ დაახლოებით იმავე კონტექსტში იქნება დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლებასა და აშშ-ის ახალ ელჩს შორის. არ ველოდები, რომ დითირამბებით შეხვდებიან ახალ ელჩს და არც მას ველოდები, რომ „ქართული ოცნება“ მკვეთრად შეცვლის თავის დამოკიდებულებას ჩვენი პარტნიორების მიმართ. როდესაც არჩევნებია, როდესაც მმართველი ძალა საყრდენს კარგავს და მხოლოდ ძალოვანი სტრუქტურების იმედით ფიქრობს ძალაუფლების შენარჩუნებას, ასეთ ვითარებაში გვაქვს ეს გამოცდილება, როგორც შევარდნაძის, ისე სააკაშვილის პირობებში, რომ ჩვენი პარტნიორები ცდილობენ როგორმე სამოქალაქო დაპირისპირებას აგვარიდონ. ორ შემთხვევაში მათ ეს შეძლეს და იმედი მაქვს, მესამედაც შეძლებენ, ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ ვგულისხმობ“, - განაცხადა ძაბირაძემ.

როგორც მან აღნიშნა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში 2024 წელს არჩევნები ტარდება და ქვეყანა კანდიდატის სტატუსს ელოდება, უაღრესად მნიშვნელოვანია აშშ-სთან ურთიერთობების განმტკიცება.

„უნდა ვესწრაფოთ იმას, რომ ეს სტრატეგიული პარტნიორობა გავაღრმაოთ და არა პირიქით. ჩემი აზრით, დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს პროცესები პირიქით დაიწყოს და სტრატეგიული პარტნიორობა კი არ გააღრმაოს, არამედ შეასუსტოს ან მინიმუმ იმ დონეზე შეინარჩუნოს, რა დონეზეც დღეს არის. არა მარტო კანდიდატის სტატუსთან მიმართებით, ზოგადად, პოლიტიკასთან. ძალიან რთული პერიოდია, გარდა იმისა, რომ სტატუსს ველოდებით, არჩევნებიც გვაქვს 1 წელიწადში და ეს ორივე თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი სიფრთხილე და გონიერება გვმართებს ყველას, რომ შევძლოთ სტაბილურობის, მშვიდობის შენარჩუნება და ამასთანავე, როგორმე ავცდეთ სამოქალაქო დაპირისპირებას. ძალიან რთული ვითარებაა უკვე ქვეყანაში. სამწუხაროდ, ჩემი პროგნოზით, ეს ვითარება კიდევ უფრო დამძიმდება და პოლარიზაცია კი არ შესუსტდება, დაპირისპირებაში შეიძლება გადავიდეს. ყველა შემთხვევაში აქეთ მიდის პროცესი. ვისურვებდი, ეს შეწყვეტილიყო. ალბათ, ჩვენი პარტნიორებიც ჩაერთვებიან ამ თემაში. ვისურვებდი, საქართველოს ხელისუფლებას მათთვის ანგარიში გაეწია“, - განაცხადა ძაბირაძემ.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო