ფინანსთა მინისტრის მოადგილე - 200 ათასამდე შრომისუნარიანი მოქალაქეა სოციალურად დაუცველთა ბაზაში, ამავდროულად, კერძო სექტორის მიერ გამოცხადებულია ვაკანტური ადგილები და ამ სამუშაოებზე არ თანხმდებიან

სამწუხარო რეალობა გვაქვს, დაახლოებით 200 ათასამდე შრომისუნარიანი მოქალაქე გვყავს, რომელიც სოციალურად დაუცველთა ბაზაშია, ეს ადამიანები ოფიციალურად არ მუშაობენ. ამავდროულად, კერძო სექტორის მიერ გამოცხადებულია კონკრეტული ვაკანტური ადგილები, ამ სამუშაოებზე არ თანხმდებიან - უნდა მივიდეთ იქამდე, რომ თუ შეთავაზებულ ვაკანტურ თანამდებობებზე არ დასაქმდებიან, ერთზე, ორზე, ან სამზე, უნდა ჩაიხსნას ეს ადამიანი სოციალური ბენეფიტებიდან, მაგრამ იქიდან, რომ არსად მუშაობენ და მეორე დღეს დაიწყო მისი ჩახსნა, არ იქნება სწორი,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძემ პარლამენტში, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - ,„ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” სხდომაზე განაცხადა, სადაც „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პროექტს განიხილავენ.

როგორც მან აღნიშნა, ვინც სოციალურად დაუცველი იყო და კერძო სექტორში წავიდა, მასაც შეუნარჩუნდა სოციალური დახმარება.

„რაც შეეხება სოციალურად დაუცველების დასაქმების პროგრამას. ეს არის სოციალურად დაუცველების კატეგორია, კონკრეტული ქულის მიხედვით. გეთანხმებით, რომ ეტაპობრივად, შიგნით, პროგრამაში რაღაც უნდა დაიხვეწოს. ნებისმიერ ქვეყანას, სოციალური პოლიტიკა იმგვარი აქვს, რომ შრომისუნარიანი ხალხი გადაიყვანოს დასაქმებაში.

ძალიან სამწუხარო რეალობა გვაქვს ჩვენ, დაახლოებით 200 ათასამდე შრომისუნარიანი მოქალაქე გვყავს, რომელიც სოციალურად დაუცველთა ბაზაშია, ეს ადამიანები ოფიციალურად არ მუშაობენ. ამავდროულად, კერძო სექტორის მიერ გამოცხადებულია კონკრეტული ვაკანტური ადგილები, ამ სამუშაოებზე არ თანხმდებიან. უნდა მივიდეთ იქამდე, რომ თუ შეთავაზებულ ვაკანტურ თანამდებობებზე არ დასაქმდებიან, ერთზე, ორზე, ან სამზე, უნდა ჩაიხსნას ეს ადამიანი სოციალური ბენეფიტებიდან მაგრამ იქიდან, რომ არსად მუშაობენ და მეორე დღეს დაიწყო მისი ჩახსნა, არ იქნება სწორი.

გარდამავალი პერიოდია, ისევ სოციალურად დაუცველებს და ოჯახებს ხმარდებათ ეს საქმე. რომელიღაც სასაფლაოს მოვლას არ სჭირდება 8 საათი, 8-საათიანი სამუშაო გრაფიკით 300 ლარს კი არა 1500 ლარს აიღებს. ვინც სოციალურად დაუცველი იყო და კერძო სექტორში წავიდა და ხელფასი 1500 ლარი აქვს, მასაც შეუნარჩუნდა დახმარება. გასაუმჯებესებელია პროგრამა?- შეიძლება; რაღაცები შესამცირებელია? - შეიძლება“,-აღნიშნა კაკაურიძემ.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა