თუ მოსწავლეს 12 საკითხიდან 9 არ დაუწერია, ორიანს იმსახურებს - თუ არ იქნება ევროპელების კეთილი ნება, დიდი ალბათობაა, ორიანი გამოგვაყოლონ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, რეკომენდაციების საპასუხოდ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების ნაცვლად, პარლამენტში უმრავლესობა სხვა საკითხებით არის დაკავებული.
„თუ გაკვეთილი მომზადებული აქვს მოსწავლეს, მაღალ შეფასებას, წითელ დიპლომს და ოქროს მედალს იმსახურებს, მაგრამ თუ 12- დან 9 აქვს დაუწერელი, 2- იანს იმსახურებს. თუ არა ევროპელების კეთილი ნება, დიდი ალბათობაა, 2- იანი გამოგვაყოლონ. ამას არ სჭირდება დიდი პოლიტიკური ფილოსოფია.
საზოგადოება ელოდება, რომ დარჩენილი 9- დან 5 მაინც: სასამართლო, საარჩევნო, ანტიკორუფციული რეფორმები და მედიასთან დაკავშირებული საკითხები მაინც შემოსულიყო დაჩქარებული წესით და "ქართულმა ოცნებამ" კარვების კანონი შემოიტანა დაჩქარებული წესით, დაჩქარებულად იხილავენ 2 ვიცე- სპიკერის დამატებასაც, კიდევ პრეზიდენტის მერე რომ კობახიძე უნდა გამოვიდეს სიტყვით ეს ყოფილა თურმე მნიშვნელოვანი და ხალხის გაჭირვება ვინმეს ახსოვს?! დღეს თუ ახსენა ვინმემ "ქართულ ოცნებაში," რომ ისრაელში ჩვენს მოქალაქეებს პრობლემა აქვს საქართველოში გამოფრენასთან დაკავშირებით?!"- განაცხადა მანჯგალაძემ.