თინა ხიდაშელი - იმ ფონზე, როცა მაია სანდუ მოლდოვაში საოცარ განცხადებებს აკეთებს, შენთან  სადღეგრძელოს სათქმელად და 3 დღე გაუჩერებელი ვახშმისთვის ჩამოდიოდეს ევროპის ერთადერთი ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი, მძიმე საყურებელია

ბოლო ჟამს, მხოლოდ ორბანისნაირები გიდგებიან გვერდში, თუ შენ როგორც არადემოკრატი ლიდერი, როგორც ავტორიტარი ისე იქცევი, - ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა განაცხადა, რითაც უნგრეთის-პრემიერ მინისტრის, ვიქტორ ორბანის საქართველოში ვიზიტი შეაფასა.

როგორც ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, როდესაც ევროპის ერთადერთი ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი „გაუჩერებელი ვახშმისთვის“ ჩამოდის, მძიმე საყურებელია.

მისივე შეფასებით, ავტორიტარიზმებს არ უჭირთ ერთმანეთთან ურთიერთობის გამონახვა, პირიქით მუდმივად ეძებენ შეხების წერტილებს.

„იმ დღეს, როდესაც მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ხვდება და იმ საოცარ განცხადებებს აკეთებს, რაც დღეს მოვისმინეთ და შენთან სადღეგრძელოს სათქმელად, 3 დღე გაუჩერებელი ვახშმისთვის ჩამოდის ევროპის ერთადერთი ავტორიტარული სახელმწიფოს ლიდერი, ეს ძალიან მძიმე საყურებელია.

ავტორიტარიზმებს არ უჭირთ ერთმანეთთან ურთიერთობის გამონახვა, პირიქით მუდმივად ეძებენ შეხების წერტილებს. ეს ერთხელ უკვე მოხდა ქართულ რეალობაში, ზუსტად იგივე მეორდება, რაც ხდებოდა 2012 წლის არჩევნების წინ. არჩევნებამდე 4 დღით ადრე ჩამოვიდა და სააკაშვილთან ერთად საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობდა. ამომრჩევლებს ეუბნებოდა - „წარსულ არ მისცეთ ხმა, რუსეთს არ დაუჭიროთ მხარი“.

ბოლო ჟამს, მხოლოდ ორბანისნაირები გიდგებიან გვერდში, თუ შენ როგორც არადემოკრატი ლიდერი, როგორც ავტორიტარი ისე იქცევი. ეს სააკაშვილმა საკუთარ თავზე მწარედ იწვნია“, - განაცხადა ხიდაშელმა.

ამასთან, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ურთიერთობის იმ ფონზე ისაუბრა, რაც საქართველოსა და ამერიკას შორის არსებობს.

„ელჩი არის სახელმწიფოს წარმომადგენელი და მხოლოდ მასზეც რომ ყოფილიყო შეტევები, ეს უკვე საკმარისი საფუძველია იმისთვის, გვეთქვა, რომ იყო აღვირახსნილი კამპანია ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის წინააღმდეგ. მასშტაბური კამპანია იყო სენატორი რიშის, შაჰინის წინააღმდეგ. ისინი არ არიან პატარა გოგო-ბიჭები, რომ არ აღიქმებოდეს, როგორც ამერიკის სახელმწიფოზე შეტევა. შეტევები იყო ყველა კონგრესმენზე, რომელიც საქართველოს შესახებ საუბრობდა. მაღალი რანგის პოლიტიკოსზე და თანამდებობის პირები, რომლებიც საქართველოს შესახებ საუბრობდნენ, მოხვდნენ იმ ცეცხლის ქვეშ, რომელიც ხელისუფლებას აქვს გახსნილი ამერიკის სახელმწიფოს წინააღმდეგ“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა