თეონა აქუბარდია - „ქართული ოცნების“ უარი, რომ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო ფლოტის განთავსება ერთად დავგმოთ, კიდევ ერთ ლუსტრაციას წარმოადგენს, რამხელა გავლენა აქვს რუსეთს „ოცნების“ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე

„ქართული ოცნების“ უარი, რომ ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო ფლოტის განთავსება ერთად დავგმოთ და პარტნიორ ქვეყნებს საქართველოს გვერდით დგომისკენ მოვუწოდოთ, კიდევ ერთ ლუსტრაციას წარმოადგენს, თუ რამხელა გავლენა აქვს რუსეთს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განუცხადა.

აქუბარდიას შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ეროვნულ ინტერესს დღითი-დღე აუარესებს.

„მაშინ როდესაც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აქტიურად უნდა მუშაობდეს გაზრდილი საფრთხეების შეფასებაზე, დღეს ჩვენ მისი მხრიდან ჩვეულებრივი სადღეგრძელო მოვისმინეთ, რასაც მხოლოდ ყანწი აკლდა ხელში - თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის სავარძელი აბსოლუტურად არათავსებადი იყო ფრაზებთან, რაც მისგან კომიტეტის სხდომაზე მოვისმინეთ. ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო ფლოტის მუდმივი ბაზირება საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ქვეყნის გაცხადებულ ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა