ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ლიკვიდაციის გზაზეა და ამაში წარმატებას ვუსურვებ - რამდენადაც დასუსტდება, იმდენად მარტივი გახდება ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ გაშვება

„ნაციონალური მოძრაობა" ლიკვიდაციის გზაზეა და ამაში წარმატებას ვუსურვებ - რამდენადაც დასუსტდება, იმდენად მარტივი გახდება ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ გაშვება, - ასეთია დეპუტატ ალეკო ელისაშვილის პოზიცია.

მისივე აზრით, „ნაციონალურ მოძრაობას“ რაიმენაირი ფორმით კოალიციის შექმნა ძალიან გაუჭირდება.

„კვიპროსზე ფრენებიც იმას ადასტურებს, რომ შიგნით აქვთ პრობლემა, რაც არ იმალება და ღიად არის გამოსული. „ნაციონალურ მოძრაობას“ მაქსიმალურ დასუსტებას ვუსურვებ, რადგან რამდენადაც დასუსტდება, იმდენად მარტივი გახდება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვება - ეს ერთმანეთზე დამოკიდებული საკითხებია“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა