გიორგი ვაშაძე - უამრავი შეხვედრა გვაქვს, რომ არ დავკარგოთ ევროპული პერსპექტივა, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ევროკავშირმა ჩვენზე არ ჩაიქნიოს ხელი და კვლავ ზურგში დანაა „ქართული ოცნების“ მხრიდან

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მაშინ როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ პუტინის რეჟიმი არის დიქტატორული რეჟიმი, „ქართული ოცნება“ კვლავ პუტინის მხარეს არის და უკვე მეორედ არ აძლევს ხმას რეზოლუციას.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, მთავრობის ეს ნაბიჯი არის ქართველი ხალხისთვის ზურგში დანა.

„მოგესალმებით პარიზიდან. უამრავი შეხვედრა გვაქვს, იმისათვის, რომ არ დავკარგოთ ევროპული პერსპექტივა, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, რომ ევროკავშირმა ჩვენზე არ ჩაიქნიოს ხელი და კვლავ ზურგში დანა „ქართული ოცნების“ მხრიდან. მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ პუტინის რეჟიმი არის დიქტატორული რეჟიმი. „ქართული ოცნება“ კვლავ პუტინის მხარეს და კვლავ რუსეთის მხარესაა, იპარებიან და უკვე მეორედ არ აძლევენ ხმას ამ რეზოლუციას. ეს ჩვენთვის, ოპოზიციისთვის კი არ არის ზურგში დანა, რომლებიც ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს და არ მოშორდეს ევროპულ ინტეგრაციას, არამედ ქართველი ხალხისთვის. საქართველოსთვის და ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის არის ზურგში დანა.

ის პოლიტიკა, რაც „ქართულ ოცნებას“ აქვს, მოღალატეობრივი პოლიტიკაა. ვიდრე ივანიშვილი -კობახიძე - ღარიბაშვილის პუტინისტურ დაჯგუფებას არ მოვიშორებთ, არ აქვს პერსპექტივა ჩვენს ქვეყანას. ამის ნათელი დასტურია ის გადაწყვეტილება, რაც იყო ევროკავშირში.

საქართველო იქნება ძლიერი და ერთიანი, გავხდებით ნატოს-სა და ევროკავშირის წევრი, ოღონდ, მთავარია ერთიანობა“,- განაცხადა ვაშაძემ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში